top of page

MCERC-ის წლიური ანგარიში_2021

გაიგეთ მეტი მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) საქმიანობის შესახებ ჩვენი წლიური ანგარიშიდან (2021)

MCERC-ის წლიური ანგარიში_2021

ცენტრის თავმჯდომარის მიმართვა
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი უკვე ექვსი წელია არსებობს. ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის პრიორიტეტულია ის ფასეულობები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვაერთიანებს.

მედია და განათლება დემოკრატიის ქვაკუთხედია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიაგარემოს გაჯანსაღება და განათლების მხარდაჭერა, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს დემოკრატიის ხარისხზე. მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 2021 წელი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა მედიაგარემოში არსებული საფრთხეების აღქმის კუთხით. 5-6 ივლისის მოვლენებმა (როცა დემონსტრაციის გაშუქებისას ათობით ჟურნალისტი დაშავდა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად ოპერატორი გარდაიცვალა) დაგვანახა, რომ საჭიროა მეტი ფოკუსირება ადამიანის უფლებების დაცვისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის მიმართულებით.

ამიტომ 2021 წლის ივლისში ჩვენ დავსახეთ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ახალი პრიორიტეტები, რომელთა შორის გამოიკვეთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვაში ჩვენი წვლილის შეტანა, ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე კომპლექსური მუშაობა, ქალთა და გოგონათა განათლების და თანასწორობის მხარდაჭერა და სხვ.
2021 წელი მნიშვენლოვანი ცვლილებების წელი იყო ჩვენი ორგანიზაციისთვის. ჩვენს გუნდს შემოემატნენ ახალგაზრდა მკვლევრები, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები, გამოქვეყნდა კვლევები, მათ შორის საერთაშორისო გამოცემებში. ამისთვის მადლობა ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს, დონორ ორგანიზაციებს და პარტნიორებს, რომლებთან ერთადაც საინტერესო გზა გავიარეთ.
ახალ წელს ახალი პროექტების და მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი გვაქვს. იმედია, ჩვენი ორგანიზაცია თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის და მედიის დემოკრატიზაციის, და რაც მთავარია, ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში.

პატივისცემით,
მარიამ გერსამია

ცენტრის ანგარიში იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3Axtr3l

bottom of page