top of page

ტრენინგები და მასტერკლასები PR-სა და კომუნიკაციის სტრატეგიებში

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითმა ცენტრმა (#MCERC) თბილისიდან დაიწყო ტრენინგებისა და მასტერკლასების სერია თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობის და #კომუნიკაციის სტრატეგიები - 101“ .


5 სექტემბერს, თბილისში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ #PR-ით და #მედიასთან ურთიერთობით დაინტერესებული #სტუდენტები, სკოლის #მოსწავლეები და ახალგაზრდები. მომდევნო ტრენინგი გაიმართა ბათუმში. სულ ტრენინგები ჩაუტარდა 40-მდე მონაწილეს. მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგები, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.


ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს საჯარო განცხადების #აუდიოსცენარი („sound scripting“) და კამერის წინ იმუშავეს მესიჯის კონსტრუირებაზე. ასევე, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ #ბრიფინგსა და #დებატებში.



ტრენინგები აგებულია მედიაფსიქოლოგის, პროფ. მარიამ გერსამიას საავტორო კურსის (PR 101) მიხედვით, შედგება თეორიული და პრაქტიკული მოდულებისგან და მოიცავს თემებს:

  • კომუნიკაციის მოდელები, სხეულის ენა

  • მედიამეხსიერება და მესიჯის სტრუქტურა

  • ხმის/აუდიო სცენარის შექმნა („sound scripting“)

  • საჯარო გამოსვლების და დებატების ხელოვნება

  • ბრიფინგის ორგანიზება

  • მედიასთან ურთიერთობა: კრიზისულ სიტუაციებში საპასუხო გეგმის მომზადება

  • მედია და ემოციები: რატომ გვიზიდავს ნეგატიური ამბები?

  • სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის მომზადება


ტრენინგები და მასტერკლასები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარები PR-ისა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით.


ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ #სერტიფიკატები



MCERC განსაკუთრებულ მადლობას უხდის თსუ-ს კურსდამთავრებულს, ჟურნალისტსა და მედიის მკვლევარს თამარ კურატიშვილს ტრენინგის ორგანიზებაში ჩართულობისთვის.

survey presentation_17 July
bottom of page