სოლიდარობის ჟურნალისტიკა - ინკლუზიისთვის
უმნიშვნელოვანესია მედიის წარმომადგენლებმა უკეთ იცოდნენ და თავდაჯერებულად შეძლონ გააშუქონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან მედიას უდიდესი გავლენა აქვს საზოგადოების ცნობიერების ფორმირებაზე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ინკლუზიის ხელშეწობაზე. პროექტი დაეხმარება მედიას, შეასრულოს პოზიტიური როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცხოვრების გაუმჯობესებაში და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებაში. პროექტის „სოლიდარობის ჟურნალისტიკა - ინკლუზიისთვის“ მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტერეოტიპების შეცვლა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ეთიკური მედიაგაშუქებით, სოლიდარობის ჟურნალისტიკის პრინციპების დანერგვისა და ინკლუზიის გაზრდის გზით.
ჩვენი პარტნიორები არიან: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლების ქსელი „კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.
პროექტის ფარგლებში:
-
კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნება გაიდლაინი ჟურნალისტებისთვის, როგორც ბეჭდურ, ისე ვიდეო ფორმატში, თუ როგორ უნდა გააშუქონ შშმ პირთა საკითხები ეთიკურად (გაიდლაინები გადაითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე);
-
ჩატარდება ტრენინგები და დისკუსიები თბილისსა და რეგიონებში (იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, კახეთში, შიდა ქართლში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში) ჟურნალისტებთან.
-
გამოცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომელიც გამოავლენს საუკეთესო ჟურნალისტურ მასალებს შშმ პირების შესახებ;
პროექტი ხორციელდება “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით.
შემოქმედებითი კონტრიბუციისთვის მადლობა ლიზა ღლონტს და 11 წლის მხატვარ ანა კალანდიას. ჩვენ შეგვიძლია ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!
სოლიდარობის ჟურნალისტიკ ა: ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან
„მედიახმა“ პარტნიორობს პროექტთან „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“, რომელიც ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern („გლადა ჰუდიკ თეატრის“) მიერ, შვედური ინსტიტუტის დაფინანსებით (სულ 4,000 ევრო). პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა. „მედიახმის“ ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს ჟურნალისტებისა და სტუდენტების ტრენინგები სოლდიარობის ჟურნალისტიკის აქცენტირებით, ეწყობა თემატური კინოჩვენებები და დისკუსიები.
ისტორიის მცველები: სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა
და უსაფრთხოებისთვის
"ისტორიის მცველების" ახალი პროექტი, უკვე რეგიონული მასშტაბით გრძელდება! პროექტი სახელწოდებით "ისტორიის მცველები: სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინის მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აკადემიის დემოკრატიული მედეგობის გაძლიერებას, კონკრეტულ თემებსა და მოწყვლად ჯგუფებზე დეზინფორმაციის შემცირებასა და ცნობიერების ამაღლებას ევროპულ ღირებულებებზე.
2023-24 წლის აქტივობები მოიცავს უკრაინასა და საქართველოში. ესენია:
-
„ისტორიის მცველების“ შესახებ ორი სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმის მომზადებას;
-
სემინარებს ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის;
-
აკადემიური ბლოგების სერიას;
-
2023 წლის „ისტორიის მცველების“ გამოვლენას და დაჯილდოებას.
2023 წელს „ისტორიის მცველების“ პარტნიორები არიან: ტელეკომპანია „ფორმულა" და გადაცემა "დროება“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტი და უკრაინის კულტურული განვითარების ცენტრი Totem, სოლიდარობის ფონდი „ნანტიუსი“.
აქტივობები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის სტიპენდიის ფარგლებში. სტიპენდიანტია მარიამ გერსამია ("მედიახმის" დამფუძნებელი), სტიპენდიის ოდენობაა 10,500 ევრო.
მედიაგარემოს ყოველწლიური კვლევები
„მედიახმა“ ყოველწლიურად აქვეყნებს მედიაგარემოს კომპლექსურ კვლევას, რომელიც ეფუძნება ფოკუს-ჯგუფების დისკუსიებსა და სამაგიდო კვლევებს. კვლევის ფარგლებში ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აკადემიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქარტველოს უნივერსიტეტთან). 2021 წლიდან პროექტის "მედიაგარემო საქართველოში: საფრთხეები და მხარდამჭერო მექანიზმები პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს" მხარდამჭერია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ბიურო.
ტრენინგები სამხრეთ კავკასიის ჟურნალისტებისთვის
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან და დემოკრატიის, მედიის და კულტურული გაცვლის ინსტიტიტთან (IDEM) თანამშრომლობით ჩატარდა სამხრეთ კავკასიის 45 ჟურნალისტის ტრენინგები შემდეგ თემებზე:
-
ბიზნესის, ფინანსებისა და ეკონომიკის გაშუქება;
-
ევრიპული ღირებულებების და ინსტიტუტების გაშუქება;
-
კრიზისების და კონფლიქტების გაშუქება.
მონაწილეებს შორის იყვნენ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. შერჩეული წევრები საგანმანათლბელო ტურით გაემგზავრნენ გერმანიაში (ბერლინსა და პოსტდამში).
მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) იწყებს ინოვაციურ პროექტს - „მედიახმა/Media Voice: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა“. პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში.
პროექტი “მედიახმა“ ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლების, თვითცენზურის გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობის ჟურნალისტიკის განვითარებას; გაძლიერდება მედიის პროფესიული მხარადჭერისა და ურთიერთსოლიდარობის ქსელი; ჟურნალისტები შეძლებენ უფრო აკურატულად, შიშისა და თვითცენზურის გარეშე, გააშუქონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები. პროექტის ფარგლებში, 2022-2023 წლებში (სულ 2023 წლის თებერვლამდე) დაგეგმილია მედიაში დასაქმებულთა ტრენინგები და სემინარები, ფორუმები, სოლიდარობის ჟურნალისტიკის მხარდამჭერი შეხვედრა-დისკუსიები, პოდკასტების სერია და ცნობიერების ამაღლების კამპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით.
MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტ „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და ონლაინ გამოცემა "პუბლიკა".
MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით (სულ: 194, 701 ლარი).
სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის
MCERC იწყებს ახალ პროექტს „სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, რომლის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის სტიპენდიის (მოიცავს 5,000 ევროს) ფარგლებში და მიზნად ისახავს:
-
უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციის შემცირებას.
-
უკრაინასა და საქართველოში აქტიური მოქალაქეების ჩართულობით მხარდამჭერი გარემოს შექმნას;
-
მედიაგაშუქების გაუმჯობესებას უკრაინის ისტორიისა და უკრაინელების შესახებ.
-
რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რომელიც მოიცავს უკრაინის ისტორიის გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აგრესიას.
-
სოლიდარობის ჟურნალისტიკის სტიმულირებას - მოწყვლადი ჯუფების (უკრაინიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების) აკურატულ მედიაგაშუქებას.
პროექტის ფარგლებში, 2022 წლის აქტივობები მოიცავს:
-
ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის უკრაინის ისტორიასა და სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე;
-
დისკუსიებს უკრაინასა და საქართველოში მყოფი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობით;
-
პოდკასტების სერიას უკრაინის ისტორიისა და დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ;
-
აკადემიურ ბლოგების შექმნას უკრაინის ისტორიისა და დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ;
-
უმაღლეს სასწავლებლებში სოლიდარობის ჟურნალისტიკის შესახებ საგანმანათლებლო მოდულების დანერგვას.
მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის
პროქტის „მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის“ მიზანი იყო მედიაკრიტიკის და მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, მედიაში არსებული გამოწვევების განხილვისთვის ახალი პლაქტფორმების შექმნა, დამწყებ და პროფესიონალ ჟურნალისტებს (მენტორებს) შორის თანამშრომლობის წახალისება და ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის პროფესიული ქსელის გაფართოება, პროფესიული კრიტიკით მედიაგაშუქების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, დამწყებმა ჟურნალისტებმა მენტორების დახმარებით მოამზადეს სიუჟეტები აქტუალურ თემებზე (მათ შორის: დეზინფორმაციასა და ყალბი ახალი ამბების გავლენაზე, სიძულვილის ენასა და სტერეოტიპებზე, სიუციდის და ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე და სხვ.). პროექტის ბოლოს, ჟიურიმ საუკეთესო ნამუშევრები სპეციალური პროზებით დააჯილდოვა.
პროექტი განხორციელდა DW Akademie-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო კონფერენცია
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ახალი სტანდარტები და მიდგომები მედიაგანათლებაში, მედიის და მასკომუნიკაციის კვლევებში“ ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში 2016 წელს.
კონფერენციაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. წარმოდგენილი მოხსენებები ფოკუსირებული იყო თემებზე:
-
ჟურნალისტიკის განათლება: სწავლების ახალი მეთოდები და სტანდარტები;
-
ჟურნლაისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების გამოწვევები: საუკეტესო პრაქტიკები;
-
მედიასკოლების აკრედიტაცია;
-
ხარისხის გამოწვევები: აკადემია, შრომის ბაზარი და დასაქმება მედიაში;
-
განათლებაში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი;
-
ჟურნალიტური ეთიკა და მედიასამართალი, და სხვ.
-
კონფერენცია განხორციელდა DW Akademie-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სახელმძღვანელოები ჟურნალისტებისთვის
ფრიდრიხ ნაუმან ის ფონდის, დემოკრატიის, მედიის და კულტურული გაცვლის ინსტიტუტთან (IDEM), მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელოები გამოიცა. სახელმძღვანელოები ითარგმნა ოთხ ენაზე.
უსაფრთხო წინასაარჩევნო მედიაგარემო
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარადჭერით, მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი ახორციელებს პროექტს „უსაფრთხო მედიაგარემო: დემონსტრაციების და კრიზისების გაშუქების გამოწვევები წინასაარჩევნოდ და შემდგომ პერიოდში“.
პროექტის მიზანია მედიაორგანიზაციებში ჟურნალისტების უსაფრთიების თემებზე ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხო და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნისა და რისკების შემცირებისთვის (წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში) ეფექტური მექანიზმების დანერგვა. ასევე, მხარდამჭერი ონლიან და ოფლაინ მედიაგარემოს გაძიერება და მედიის წარმომადგენლებს შორის სოლიდარობის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში, ცენტრმა გამოსცა კვლევა "მედიაგარემო 2021 წლის არჩევნებამდე და შემდგომ: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები". კვლევამ გამოკვეთა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ჟურნალისტები არიან არჩევნების წინ და შემდგომ. პროექტის ფარგლებში, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მხარდაჭერით ტარდება ჟურნალისტების სოლიდარობის მხარდამჭერი შეხვედრები.