top of page
pirosmani.png

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი 2015 წელს დაარსდა. 2023 წლიდან ცენტრის შემოკლებული სახელია  "მედიახმა". 

ჩვენი მისია, მიზნები და ხედვა

ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი დააარსდა 2015 წელს. საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობებით და ცენტრის წესდებით.  

ჩვენი მისიაა მედიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის ჟურნალისტების განათლების მხარდაჭერა

2024 წელს ესტონეთში დაფუძნდა “მედიახმა - ევროპა“. ორივე ორგანიზაციის მიზნებია მედიის და მასკომუნიკაციის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლოკვლევითი საქმიანობის განხორცილება; ახალი ცოდნის შექმნის გზით, მედიაწიგნიერების ამაღლების და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობა, მედიაგარემოს შეფასება; ინტერდისციპლინური ცოდნის ტრანსფერი და კონსულტირება - მედიის, კომუნიკაციის, მედიაფსიქოლოგიის, მედიასამართლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; სამეცნიერო კვლევების წარმართვა, სამეცნიერო - კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. სხვადასხვა პროექტის განხორციელებისას ორგანიზაციები თანამშრომლობენ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მედიაორგანიზაციებთან.

"მედიახმის" უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა საერთო კრება. ცენტრის ხელმძღვანელი ორგანოებია: დამფუძნებელები, საერთო კრება, გამგეობა და თავმჯდომარე. ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა პროფ. მარიამ გერსამია, აღმასრულებელი დირექტორია თეონა ცხომელიძე. "მედიახმის" შემოსავლის წყაროს წარმოადგენს: შემოწირულობები (მათ შორის, in-kind კონტრიბუცია, როგორც ძირითადი შემოსავალი), გრანტები, ეკონომიკური და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, სესხით/კრედიტით მიღებული სახსრები,  კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

"მედიახმა" არის გლობალური ორიგანიზაცია Media Freedom Coalition-ის საკონსულტაციო ქსელის წევრი. 2024 წელს "მედიახმა" შეუერთდა მედიის განვითარების გლობალურ ფორუმს (Global Forum for Media Development/ GFMD). 2025 წელს "მედიახმა" შეუერთდა ინფორმაციისა და დემოკრატიის ფორუმის (FID) სამოქალაქო საზოგადოების კოალიციას. 

ჩვენი ხედვაა პროფესიონალური მედიის მხარდაჭერა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. 

ჩვენი ღირებულებებია: თქვი სიმართლე; შექმენი სანდო გარემო; იზრუნე განვითარებაზე; წაახალისე კრეატიულობა; დააფასე მრავალფეროვნება. 

ჩვენი პარტნიორები
EU4Georgia_logo_web_01 main.jpg
logo-netherlands-embassy.png
esthersblog-dwacademie-30nujrcbywtl81b69
naumani.png
MFC.png
Copy of GFMD Logo 2014 Horizontal medium
TSU_Logo.jpg

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

GRUNI logo_edited.jpg
MAN Logo (1).jpg
Screenshot 2023-01-20 at 12.02.13.png
Screenshot 2023-08-06 at 22.00.05.png
idem.png
UG logo.jpeg
BSU logo.png
ევროპის ფონდის ლოგო.png

Europe Foundation

logo-movement-for-changes.webp
download (1).jpeg
Asset 13_4x.png

Supporting Women
in STEM

EAP-LOGO-GENERIC-RGB.jpg
Auswärtiges_Amt_Logo.svg.png
Screenshot 2025-02-02 at 22.49.39.png
Leiden University logo.png
CU_logo.png
alterbridge logo.jpg
ლოგო დაუნის სინდრომის ასოციაცია.jpeg
logo Ukraine union of journalists.webp
FID logo.png

კონტაქტი

ყოველთვის ენთუზიაზმით ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს და საინტერესო ინიციატივებს. დაგვიკავშირდით

  • Facebook
  • Instagram

© 2015-2024 MCERC

bottom of page