"მზიას ეფექტი" - ჟურნალისტიკის მომავალის დასაცავად
- Apr 26
- 1 min read
23-26 აპრილს, "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2026 გაიმართა. "წლევანდელი ბაზრობა გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და კონცეპციით. დამოუკიდებელი გამომცემლები ერთიანედბიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც ჩვენი მთავარი გზავნილია" - ნათქვამია წიგნის ასოციაციის განცხადებაში.
წიგნის ბაზრობის სივრცე დაეთმო "სინათლე მედიას", , რომელიც დამოუკიდებელი ონლაინ-მედია გამომცემლების დასახმარებლად შეიქმნა. "სინათლე მედიას" სტენდზე წელს წარმოდგენილი იყო "მედიახმის" კვლევაც "მედიაგარემო საქართველოში 2025: მედიის მიტაცების პირობებში", რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია "ბათუმელების" დამფუძნებლისა და ჟურნალისტის - მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე. კვლევის ერთ-ერთ თავში, რომელის სახელწოდებაა "მზიას ეფექტი" გაანალიზებულია მზია ამაღლობელის ფენომენი ქართულ და მსოფლიო ჟურნალისტიკაში.
"მზიას ეფექტი" - სწორედ ამ სახელწოდებით, 24 აპრილს "სინათლე მედიას" ორგანიზებით წიგნის ბაზრობის მთავარ სცენაზე გაიმართა დისკუსია, სადაც მზია ამაღლობელის კოლეგებმა ისაუბრეს თუ როგორ შეცვალა მზიას გამბედაობამ ჟურნალისტები და ჟურნალისტიკა ახლა და როგორი იქნება მისი ეფექტი მომავალში.

მედიის მიტატების პირობებში, "სინათლე მედია" სოლიდარობის ინსტიტუციონალიზაციისა და მედეგობის უნიკალურ მაგალითად იქცა. "მედიახმა" მხარს უჭერს ამ ინიციატივას და მოუწოდებს ყველას - გვერდში დაუდგნენ და გააძლიერონ თავისუფალი მედია. გახდით სიტყვის თავისუფლების მებრძოლტა ერთობის ნაწილი, გადადით ბმულზე და თქვენი ჩართულობით დაეხმარეთ მედიას. მხირედი დონაციაც ძალიან მნიშვნელოვანია!
თავისუფლება მზია ამაღლობელს!
თავისუფლება ზვიად რატიანს!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!
გამოყენებულია მარიამ გერსამიას, „ნეტგაზეთისა“ და მარიამ ძაძამიას ფოტოები.





























Comments