top of page

სოლიდარობის ჟურნალისტიკის ტრენინგი ქუთაისში

ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან - ეს შვედური პროექტია, რომლის ფარგლებშიც, 20 მაისს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენება, დისკუსია და მომავალი ჟურნალისტების ტრენინგი.


პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა.


ქუთაისში ნაჩვენები იყო ფილმი (2011), რომელიც რეალურ ისტორიაზე, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ შექმნაზეა დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან. კინოჩვენებისა და დისკუსიის შემდეგ გაიმართა ტრენინგი “რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“, რომელსაც გაუძღვა „მედიახმის“ აღმასრულებელი დირექტორი Teona Tskhomelidze (რადიო „კომერსანტის“ დირექტორი); ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.


პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern(„გლადა ჰუდიკ თეატრის“) მიერ, „შვედური ინსტიტუტის“ დაფინანსებით.



survey presentation_17 July
bottom of page