top of page

პროექტი "მედიახმა: მედი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა" დაიწყო

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) იწყებს ინოვაციურ პროექტს - „მედიახმა/Media Voice: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა“.



პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში.


პროექტი “მედიახმა“ ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლების, თვითცენზურის გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოლიდარობის ჟურნალისტიკის განვითარებას; გაძლიერდება მედიის პროფესიული მხარადჭერისა და ურთიერთსოლიდარობის ქსელი; ჟურნალისტები შეძლებენ უფრო აკურატულად, შიშისა და თვითცენზურის გარეშე, გააშუქონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები.


პროექტის ფარგლებში, 2022-2023 წლებში დაგეგმილია მედიაში დასაქმებულთა ტრენინგები და სემინარები, ფორუმები, სოლიდარობის ჟურნალისტიკის მხარდამჭერი შეხვედრა-დისკუსიები, პოდკასტების სერია და ცნობიერების ამაღლების კამპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით.


MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტ „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE) და საქართველოს უნივერსიტეტი.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

survey presentation_17 July
bottom of page