top of page

მონაცემთა ჟურნალისტიკაში ტრენინგის მონაწილეებს დოიჩე ველე აკადემიის სერტიფიკატები გადაეცა

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) პროექტის “მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის” მონაწილეთათვის, მონაცემთა ჟურნალისტიკაში ტრენინგი ჩატარდა.




პროექტის 12 მონაწილე კავკასიის მედიის სკოლაში ორი დღის განმავლობაში სწავლობდა მონაცემთა ჟურნალისტიკის თავისებურებებს და უპირატესობებს ანალიზური მასალის მომზადების დროს. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ, თუ რა ინსტრუმენტები გამოიყენება ონლაინ მონაცემების დამუშავებისთვის, როგორ იქმნება სტატიკური და დინამიკური ვიზუალიზაციის ფორმები, როგორ შეიძლება აღმოვაჩინოთ გაყალბებული ინფორმაცია მონაცემთა ჟურნალისტიკის დახმარებით, მონაცემთა ვიზუალიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს და გამოკითხვის შედეგების გაშუქების მნიშვნელოვანი ასპექტები.


თეორიული და პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ჟურნალისტები დაეუფლენ მონაცემების გრაფიკული დამუშავების მეთოდებს, შეისწავლეს სხვადასხვა ელექტრონული რესურსის გამოყენების ხერხები.


პროექტი განხორციელდა DW Akademie / დოიჩე ველე აკადემიის ორგანიზებით და დაფინანსებით და კავკასიის მედიის სკოლის მხარდაჭერით.

ტრენინგი ჩაატარა მიხეილ კოლცოვმა, უკრაინული პროექტის Stopfake.org -ის ტექნიკურმა დირექტორმა, ექსპერტმა ციფრულ უსაფრთხოებაში, ინფორმაციის ვერიფიკაციასა და „ფაქტჩეკინგში“, მიხეილ კოლცოვი არის მოგილიოვის ჟურნალისტიკის სკოლისა (კიევი) და UMESchool-ის ლექტორი.







survey presentation_17 July
bottom of page