top of page

"მედიახმა" შეუერთდა ანტი-SLAPP პლატფორმას


საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, მედიისა და უფლებადამცველების წინაშე მდგარ საფრთხეებს შორისაა სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიულ სარჩელების (Strategic Lawsuits against Public Participation), ანუ ე.წ. SLAPP-ების მზარდი რაოდენობა. 

 

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მედიახმა“ ანტი-SLAPP პლატფორმას შეუერთდა, რომელიც 2023 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე, რვა ორგანიზაციას აერთიანებს.  

 

პლატფორმის  მიზანია საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტების დამკვიდრება, მედიის, უფლებადამცველებისა და სხვა სუბიექტების SLAPP საქმეებიდან მომდინარე ისეთი საფრთხეებისგან დაცვა და გაძლიერება, რომელიც მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად. ანტი-SLAPP  პლატფორის წევრები არიან:  

 

1.     საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 

2.     საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

3.     ადამიანის უფლებათა ცენტრი 

4.     საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

5.     ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი

6.     უფლებები საქართველო

7.     ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

8.     მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“ 

survey presentation_17 July
bottom of page