top of page

მედიაკრიტიკის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

კავკასიის მედია სკოლაში MCERC-ის პროექტის “მედიაკრიტიკა: ახალგაზრდა ჟურნალისტები მედიის გაძლიერებისთვის” გამარჯვებულები გამოვლინდა.



· პირველი პრიზი სიუჟეტისთვის: “სუიციდი მედიის ფოკუსში” გადაეცა ანა ურუშაძეს;

· მეორე პრიზი სიუჟეტისთვის: “დემურ სტურუას საქმე” გადაეცა მაია ჭანტურიძეს;

· მესამე პრიზი სიუჟეტისთვის: “მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემები სატელევიზიო ეკრანებზე" გადაეცა ნია ბარაბაძეს.


გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები (წიგნების ვაუჩერები) და სერტიფიკატები გადასცა პროექტის ერთერთმა მენტორმა, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს კონკურსი იყო პრაქტიკული უნარების გაძლიერების ძალიან კარგი საშუალება და მის ფარგლებში ახალგაზრდა ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პროფესიონალი მენტორებისაგან მიეღოთ არაერთი პრაქტიკული რჩევა. "ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მეც მქონოდა სტუდენტობისას ისეთი შესაძლებლობა, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია - „მედიის და კომუნიკაციის საგნმანათლებლო და კვლევითმა ცენტრმა ( MCERC) და დოიჩე ველე აკადემიამ (DW Akademie) მისცა კონკურსანტებს,“ - თქვა მან.


კონკურსი მედიაკრიტიკის განვითარებისთვის ჩატარდა. ექვსი უნივერსიტეტის მედიაკოლის სტუდენტებმა მოამზადეს საკონკურსო სიუჟეტები და ბლოგები მედიის შესახებ. მათ მენტორობას ცნობილი ჟურნალისტები უწევდნენ. სამი გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.





survey presentation_17 July
bottom of page