top of page

„ისტორიის მცველები 2023“ საქართველოსა და უკრაინაში დაიწყო!

"ისტორიის მცველების" ახალი პროექტი, უკვე რეგიონული მასშტაბით გრძელდება!


პროექტი სახელწოდებით "ისტორიის მცველები: სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინის მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აკადემიის დემოკრატიული მედეგობის გაძლიერებას, კონკრეტულ თემებსა და მოწყვლად ჯგუფებზე დეზინფორმაციის შემცირებასა და ცნობიერების ამაღლებას ევროპულ ღირებულებებზე.



პროექტის ფარგლებში, 2023 წლის აქტივობები მოიცავს უკრაინასა და საქართველოში. ესენია:

  • „ისტორიის მცველების“ შესახებ სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმის მომზადებას;

ივნისის თვეში, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ჟურნალისტი რატი მუჯირი და ოპერატორი გიორგი ჯაფარიძე უკრაინაში გაემგზავრნენ და მოამზადეს დოკუმენტური ფილმი „ისტორიის მცველების“ შესახებ.



ფილმის სანახავად მიჰყევით გადაცემის ბმულს ან Facebook ბმულს.


  • სემინარებს სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის (გაუძღვებიან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის სტიპენდიატები: მარიამ გერსამია, სანდრო მეგრელიშვილი და ოლენა აფანასიევა);

  • აკადემიური ბლოგების სერიას;

  • 2023 წლის „ისტორიის მცველების“ გამოვლენას და დაჯილდოებას.


2023 წელს „ისტორიის მცველების“ პარტნიორები არიან: ტელეკომპანია „ფორმულა" და გადაცემა "დროება“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიევის ტარას შევჩენკოს სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტი და უკრაინის კულტურული განვითარების ცენტრი Totem, სოლიდარობის ფონდი „ნანტიუსი“.






აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.





survey presentation_17 July
bottom of page