top of page

ვებინარი თემაზე "უკრაინა საომარი და კრიზისული კომუნიკაციების პირისპირ"

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრთან პარტნიორობის ფარგლებში, PR ასოციაციამ 18 მარტს გამართა ვებინარი და დისკუსია თემაზე "უკრაინა საომარი და კრიზისული კომუნიკაციების პირისპირ". ვებინარი გახსნა PR ასოციაციის პრეზიდენტმა მაკო ჯაოშვილმა, შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულ გმირებს.

ვებინარზე ოთხმასპიკერმა ოთხი აქტუალური თემაწარადგინა.

  • MCERC-ის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ ისაუბრა თუ როგორ ხდება ერების იმიჯის რე-ფორმირება საომარ და კრიზისულ პერიოდში (რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე);

  • PR ასოციაციის პრეზიდენტმა, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორმა მაკო ჯაოშვილმა ისაუბრა სტრატეგიული ამბის თხრობის ტაქტიკაზე, უკრაინის მიმართ აგრესიული კონფლიქტის პირობებში;

  • სოციალური მეცნიერებების დოქტორმა მასობრივ კომუნიკაციაში, "ალტერბრიჯის" აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა თამთა ჯინჯოლავამ ისაუბრა თემაზე კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა კრიზისების დროს და კრიზისული კომუნიკაციის მოდელები;

  • PR ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა და Nino Tsitlanadze Consultancy-ის დამფუძნებელმა ნინო წითლანაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „კრეატივიც იგებს ომს?!“.

ვებინარის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. აღნიშნულ თემაზე დისკუსია პირველად გაიმართა და გამოკვეთა სამომავლო ხედვები, პერსპექტივები. დაიგეგმა სამომავლო დისკუსიები.


MCERC წლებია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და კომპანიასთან. PR ასოციაციასთან ერთად ცენტრი ჩართულია დარგობრივი დისკუსიების - „მომავალის პროფესიები: რატომ PR?” ორგანიზებაში.


ვებინარის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა PR ასოციაციისა და MCERC-ის Facebook-ის გვერდებზე. ჩანაწერის სანახავად მიჰყევით ლინკს: https://youtu.be/EVcZ7OziEuQ



survey presentation_17 July
bottom of page