top of page

დემოკრატიის სამიტი: მედიის თავისუფლების გამოწვევები

2024 წლის 18-20 მარტს, სეულში გამართულ დემოკრატიის მესამე სამიტზე, მედიის თავისუფლების კოალიციის ორგანიზებით ჩატარდა სესია „Media Freedom Underpinning Democracy – New Challenges, New Momentum?“, რომლის მოდერატორები იყვნენ „მედიახმის“ დამფუძნებელი, კოალიციის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, თსუ-ის პროფესორი მარიამ გერსამია და CIMA -ს (Center for International Media Assistance) დირექტორი ნიკ ბენექუისტა.



დისკუსია გახსნეს მედიის თავისუფლების კოალიციის თანა-თავმჯდომარე ქვეყნების ელჩებმა კეტრინ კივიმ (ესტონეთი) და ჯორჯ შმიტმა (გერმანია). დისკუსიაში მონაწილეობდნენ სეულში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. დისკუსია გაიმართა „Chattam House”-ის წესით.


სამიტზე, პროფ. მარიამ გერსამიამ თავისი მოხსენების ფარგლებში ისაუბრა მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მხარდაჭერის მექანიზმებზე და მონაწილეობა მიიღო სამიტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა სესიაში, რომელიც ეძღვნებოდა ახალი ტექნოლოგიების (AI) დანერგვას მედიაში, უკრაინაში მედეგობის გაძიერებაში სამოქალაქო სექტორის როლს და სხვ.


სეულში დემოკრატიის მესამე სამიტი „დემოკრატია მომავალი თაობებისთვის“ 18-20 მარტს ჩატარდა, რომელსაც სხვადასხვა მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციის, აკადემიისა და სამოქალაქო სექტორის 300-მდე დელეგატი დაესწრო. სამიტის პირველი დღე დაეთმო მინისტერიალსა და დისკუსიებს, ხოლო მეორე დღის სესიების ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორი იყო.   უფრო მეტი: https://s4dkorea.kr/?menuno=1 




survey presentation_17 July
bottom of page