top of page

დემოკრატიის სამიტზე მედიის თავისუფლების კოჰორტის ანგარიში გამოქვეყნდა

2023 წლის დემოკრატიის სამიტის #Summit4Democracy ფარგლებში, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის კოჰორტის ანგარიშები გამოაქვეყნა , მათ შორისაა Media Freedom Cohort ანგარიში, სადაც 100+ მთავრობა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, კორპორაციები, მსოფლიოში მედიის თავისუფლების დაცვისთვის კოორდინირებულ ვალდებულებებზე თანხმდებიან.

საქართველოდან "მედიახმა" ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც კოჰორტის მუშაობასა და ანგარიშის მომზადებაში იყო ჩართული.


დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, დემოკრატიის სამიტის ფარგლებში, Media Freedom Cohort-მა შექმნა აქამდე უპრეცედენტო გლობალური პარტნიორობის ქსელი.


დემოკრატიის სამიტის ფარგლებში Media Freedom Cohort-მა სამი პრიორიტეტული მიმართულებით მოამზადა ანგარიში. ესენია: ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი მედიის გაძლიერება.


„მედიახმა“ აქტიურად თანამშრომლობს ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაცია Media Freedom Coalition-თან და მედიაორგანიზაციების გლობალურ ქსელთან ერთად მუშაობს მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის.


2023 წლის დემოკრატიის სამიტის შესახებ: https://summit4democracy.org/

მედიის თავისუფლების კოჰორტის ანგარიში: https://internews.org/.../FindingsReport...

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში https://www.state.gov/summit-for-democracy-democracy.../

survey presentation_17 July
bottom of page