top of page

MFC მიესალმება ეუთოს მიერ მედიის მხარდაჭერის ახალი პრინციპების დამტკიცებას


მედიის თავისუფლების კოალიცია (MFC) მიესალმება 22 მარტს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და განვითარების მხარდაჭერის კომიტეტის (OECD DAC)  მიერ მედიისა და საინფორმაციო გარემოს ეფექტური მხარდაჭერის ახალ პრინციპებზე შეთანხმებას.


კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია მსოფლიოში უპრეცედენტო საფრთხეების წინაშეა. დეზინფორმაციისა და პოლარიზაციის მასშტაბების ზრდა, ჟურნალისტებზე თავდასხმები, ცენზურა, გამოწვევები ბიზნესგარემოში, მედიის მიტაცება და ჟურნალისტიკისადმი ნდობის შემცირება, ერთობლიობაში ქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისთვის და თავად დემოკრატიისთვის. ამ კონტექსტში, საჭიროა მედიამ მიიღოს დამატებითი და უფრო მოქნილი დაფინანსება და სხვა სახის მხარდაჭერა.


მნიშვნელოვანია, რომ მედიის თავისუფლების კოალიცია, მედიის განვითარების სამუშაო ჯგუფის ფორმატში (რომლის წევრიც არის „მედიახმა“),  ჩართული იყო ამ ახალი პრინციპების შემუშავებაში. ეს პრინციპები დაეხმარება დონორებს მედია სექტორისთვის გაზარდონ დახმარების რაოდენობა და ხარისხი.


კოალიცია მიესალმება, რომ OECD DAC-ის მიერ მიღებული პრინციპების მიღებას წინ უსწრებდა გლობალური კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან, რომელსაც უძღვებოდა GFMD (Global Forum for Media Development) და კოალიციის საკონსულტაციო ქსელი კოალიციის წევრი 22 ორგანიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ ამ ახალი პრინციპების დანერგვას.


survey presentation_17 July
bottom of page