top of page

კვლევის პირველი ფაზის შედეგების ონლაინ პრეზენტაცია

მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო დაკვლევითმა ცენტრმა (MCERC) კვლევის „წინასაარჩევნო მედიაგარემო: საფრთხეები, მოლოდინები, რეკომენდაციები“ ონლაინ-პრეზენტაცია გამართა. კვლევა გამოკვეთს, რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე არიან მედიაში დასაქმებულები წინასაარჩევნო პერიოდში და პასუხობს კითხვებს:


  • პროფესიული საქმიანობისას, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს მედიაში დასაქმებული პირები?

  • რა ტიპის საფრთხეების მოლოდინი აქვთ წინასაარჩევნოდ და რომელი ჯგუფებისგან?

  • რა შეუძლია გააკეთოს მედიამ იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირები იყვენენ უფრო უსაფრთხოდ? და სხვ.


კვლევის ფარგლებში, 2021 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა მედიაში დასაქმებული პირების ონლაინ-გამოკითხვა. სულ 56 მედიასაშულებიდან (ამათგან 18 რეგიონალური მედია) გამოიკითხა 183 რესპონდენტი, მათ შორის ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები, პროდიუსერები, მედიამენეჯერები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და სხვ.


კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნას, სოლიდარობის წახალისებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც კრიზისების დროს, ასევე მის შემდეგ.


რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა პროექტის „SAFE Media” ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნას და რისკების შემცირებისთვის (წინასაარჩევნო და შემდგომ პერიოდში) ეფექტური მექანიზმების დანერგვას.


კვლევის შედეგები წარმოადგინა MCERC-ის თავმჯდომარემ, თსუ-ს სრულმაპროფესორმა მარიამ გერსამია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა MCERC-ის გამგეობის წევრი, ასოცირებული პროფესორი (თსუ) მაია ტორაძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის - სამხრეთ კავკასიის ოფისის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.


კვლევის ძირითადი მიგნებები:


  • 2021-ის წინასაარჩევნო პერიოდში, მედიაში დასაქმებული პირებისთვის სამუშაოპირობები დამედიაგარემო არის საგანგაშო და სხვადასხვა საფრთხეების შემცველი;

  • 56 მედიასაშუალებაში (მათ შორის 18 რეგიონალური მედიაში) დასაქმებული, 183 გამოკითხულიდან 78 % პასუხობს, რომ 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს მედიაგარემო შეიცვალა უარესობისკენ; მათი შეფასებებით, მედიის მიმართ სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პირდაპირი და ირიბი ძალადობა და ზოგადად, არსებული საფრთხეები მზარდია, რაც ნეგატიურად ისახება წინასაარჩევნო მედიაგარემოზე. მხოლოდ 3.2 %-ის აზრით, მედიაგარემო შეიცვალა უკეთესობისკენ.

  • წინასაარჩევნო მედიაგარემოს შეფასებისას, გამოკითხულთა 63 % (N=117) პასუხობს, რომ პროფესიული საქმიანობისას, მედიაში დასაქმებულ პირების უსაფრთხოება დაცული არ არის. მხოლოდ 8.2 % პასუხობს, რომ ძალიან ან მეტწილად დაცულია.

  • მოსალოდნელი საფრთხეებიდან მედიაში დასაქმებულ პირთა უმრავლესობას (85 %) აქვს ვერბალური დაფიზიკური ძალადობის მოლოდინი; სხვა საფრთხეების, პირდაპირი და ირიბი ძალადობის (მუდმივი გაუფასურება და დაცინვა, დადანაშაულება, ჭორების გავრცელება, დაშინება, დისკრიმინაცია, შანტაჟიდა სხვ.) შეფასებისას ასევე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია (40 %-ზე მეტი).

  • გამოკითხულთა 89 % - ის აზრით, წინასაარჩევნოდ, მედიაში დასაქმებული პირების მიმართ აგრესია და ზოგადად საფრთხეები გაიზრდება. გამოკითხულთა 11 % აღნიშნავს, რომ არ იცის წინასაარჩევნოდ გაიზრდება თუ არა აგრესია და საფრთხეები. არცერთი რესპონდენტი არ პასუხობს, რომ “არ გაიზრდება“ საფრთხეები.

  • მედიის წარმომადგენლებს საფრთხეების მოლოდინი აქვთ სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. გამოკითხულთა ყველაზე მეტ, 83 %-ს ასეთი მოლოდინი აქვს ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფებისგან, ხოლო 79 %-ს - ხელისუფლების მხრიდან. ასევე, ძალადობის მოლოდინის მაღალი მაჩვენებელია რელიგიური დაჯგუფებების, სოცქსელის მომხმარებელებისა და კრიმინალური ჯგუფების მხრიდან (50 -70 %-მდე). მნიშვნელოვანია ირიბი ძალადობის ფორმების გამოყენებაც, რაც გულისხმობს მედიაში დასაქმებული ადამიანების შესახებ ჭორების, მოგონილი ამბების პერმანენტულად გავრცელებას. ამას კონკრეტული ზიანის მოტანაშეუძლია და მისი „რბილი“ ეფექტის გამო, შესაძლოა რეგირების გარეშეც კი დარჩეს.

  • მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს თავისი აზრი, კრიზისის დროს, თავად მედიის მხრიდან შემუშავებულ/შესამუშავებელ უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით. რესპონდენტების 74%-ის აზრით, იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირები იყვენენ უფრო უსაფრთხოდ (ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად), მედიამ აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშიროსო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანი მექანიზმად დასახელებულია დაზარალებულების დროული სამართლებრივი მხარდაჭერა (70 %), კრიტიკული მედიისადმი და ჟურნალისტებისადმი მეტი მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვა (69 %), მედიისადმი აგრესიულად განწყობილ ჯგუფებისთვის საეთერო დროის შეზღუდვა (64 %), სოცქსელებში იმ მომხმარებლების გამოვლენა, რომლებიც ახალისებენ ჟურნალისტებიადმი ძალადობას (59 %), უსაფრთხოების თემებზე (კრიზისების და დემონსტრაციების გაშუქების თემებზე) ტრენინგების ჩატარება (39 %), დაზარალებულების დროული ფსიქოლოგის მხარდაჭერა (32 %) და სხვ.


მედიაში დასამქებული პირების ონლაინ-გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. რესპონდენტებთან დაკავშირება მოხდა ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით. გამოყენებული იყო „Facebook“-ის დახურული ჯგუფები, სადაც გაწევრიანებულნი არიან მედიაში დასაქმებული პირები, მათ შორის: ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები, პროდიუსერები, მედიამენეჯერები, ფოტოგრაფები, ბლოგერები დასხვ. კვლევის მეთოდად გამოყენებულია რაოდენობრივი კვლევა - ონლიან გამოკითხვა; კვლევის ინსტრუმენტად შეირჩა: სტრუქტურირებული კითხვარი, დახურულ-ბოლოიანიკითხვებით (სულ 11 კითხვა, დემოგრაფიული ბლოკის ჩათვლით);


კვლევის ანგარიშის სრული ვერსიაგამოქვეყნდება მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებბლო და კვლევითიცენტრის ვებ-გვერდზე: www.mcerc.ge


გაშუქება მედიაში: https://bit.ly/3kjcFNG (www.interpressnews.ge)



survey presentation_17 July
bottom of page