top of page

კვლევა: ქალების ხმა და გენდერული თანასწორობის გამოწვევები ქართულ მედიაში (2021)

ავტორები: პროფ. მარიამ გერსამია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასოც. პროფ. მაია ტორაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ლიანა მარქარიანი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)




კვლევა გენდერული თანასწორობის პერსპექტივიდან აანალიზებს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და მისი მიზანია მედია-ორგანიზაციებში დომინანტური სტერეოტიპების იდენტიფიცირება. საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს ფემიციდი, ოჯახური ძალადობა, ქალების დასაქმება, ადრეული და იძულებითი ქორწინება, სექსუალური შევიწროება, ქალი ჟურნალისტების შანტაჟი. გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონე კი არის დაბალი.


კვლევა პასუხს სცემს კითხვებს:


· რასოციოკულტურული კონტექსტი და საბაზისო ფსიქოლოგიური მოტოვატორები უბიძგებს ქალებს აირჩიონ ჟურნალისტიკა პროფესიად?

· არის თუ არა ქართულ მედიაში (ტელე-რადიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში) გენდერული უთანასწორობა დასაქმების კუთხით და თუ „არის“ როგორ ვლინდება ის?

· არის თუ არა წინასწარგანსაზღვრული თემები, რომლებსაც სპეციფიკის მიხედვით აშუქებენ ქალი ან კაცი ჟურნალისტები?

· რომელი გენდერული სტერეოტიპები დომინირებს ქართულ მედია ორგანიზაციებში?


კვლევა გამოქვეყნდა წიგნში: Handbook of Research on Discrimination, Gender Disparity, and Safety Risks in Journalism, თავი: XIII, გამომცემელი: IGI Global, 2020, DOI: 10.4018/978-1-7998-6686-2.ch013



Comments


survey presentation_17 July
bottom of page