საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, მედიისა და უფლებადამცველების წინაშე მდგარ საფრთხეებს შორისაა სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიულ სარჩელების (Strategic Lawsuits against Public Participation), ანუ ე.წ. SLAPP-ების მზარდი რაოდენობა.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „მედიახმა“ ანტი-SLAPP პლატფორმას შეუერთდა, რომელიც 2023 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე, რვა ორგანიზაციას აერთიანებს.
პლატფორმის მიზანია საუკეთესო ანტი-SLAPP სტანდარტების დამკვიდრება, მედიის, უფლებადამცველებისა და სხვა სუბიექტების SLAPP საქმეებიდან მომდინარე ისეთი საფრთხეებისგან დაცვა და გაძლიერება, რომელიც მათ გაჩუმებას ისახავს მიზნად. ანტი-SLAPP პლატფორის წევრები არიან:
1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. ადამიანის უფლებათა ცენტრი
4. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
5. ადამიანის უფლებათა სახლი თბილისი
6. უფლებები საქართველო
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
8. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი „მედიახმა“
Comments