top of page

„მედიახმა“ ოფიციალურად შეუერთდა Media Freedom Coalition-ს!

11 სექტემბერი, 2023 - „მედიახმა“ მედიის თავისუფლების კოალიციას (Media Freedom Coalition) ოფიციალურად შეუერთდა და ამიერიდან, აქტიურად იმუშავებს მედიის თავისუფლების გასაძლიერებლად სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში.

„მედიახმა“აირჩიეს კოალიციის საკონსულტაციო საბჭოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ARTICLE 19, Public Media Alliance, Committee to Protect Journalists, DW Akademie, Reporters Without Borders, Media Action Nepal (MAN), Association for International Broadcasting, Committee to Protect Journalists, International Federation of Journalists, International Media Support, International Press Institute, Internews, The Guardian, Free Press Unlimited (FPU) და სხვ.

MFC-CN შეიქმნა 2020 წლის იანვარში, როგორც ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჯგუფებთან თანამშრომლობს და რეაგირებას ახდენს მედიის თავისუფლების გამოწვევებზე. Media Voice-მა კოალიციასთან თანამშრომლობა 2022 წელს დაიწყო.

„ამიერიდან „მედიახმა“ კოალიციასთან ერთად გააგრძელებს მედია თავისუფლებისთვის ბრძოლას, ამხელს დეზინფორმაციას, მხარს დაუჭერს გამჭვირვალობას და ჩვენს რეგიონში ჟურნალისტების ხმების ადვოკატირებას. იმედი მაქვს, რომ ამ თანამშრომლობისა და გლობალური ადვოკატირების შედეგად, მედიის თავისუფლება ჩვენს რეგიონში უფრო დაცული იქნება“ – ამბობს Media Voice-ის დამფუძნებელი და ამჟამად, მედია პროგრამის მენეჯერი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ მარიამ გერსამია.

„Media Voice“-ის უნიკალურობა იმაშია, რომ ის ფოკუსირებულია სამხრეთ მედიის თავისუფლების დაცვაზე კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონებზე, მათ შორის უკრაინაზე. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან და აკადემიასთან. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. განსაკუთრებული მადლობა კოალიციის საკონსულტაციო საბჭოს წევრ ორგანიზაციებს და თანა-თავმჯდომარეებს ურყევი მხარდაჭერისთვის მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში მთელ მსოფლიოში!“- ამბობს Media Voice-ის აღმასრულებელი დირექტორი თეონა ცხომელიძე.

მედიის თავისუფლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გლობალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განუყოფელი ელემენტია. მედიის თავისუფლების კოალიცია, 50 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, მედიის თავისუფლებას იცავს - ადვოკატირების, დიპლომატიური ინტერვენციების, სამართლებრივი რეფორმებისა და დაფინანსების გზით. ეს ერთობლივი ძალისხმევა აერთიანებს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, იურისტებს და თავად ჟურნალისტებს, რათა დაიცვან მედიის უფლებები.

Comentários


survey presentation_17 July
bottom of page