მედიახმა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024 წლის 3 აგვისტოს დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და Azel.TV-ის ხელმძღვანელის, აფღან სადიგოვის, დაპატიმრების გამო. სადიგოვს ემუქრება შესაძლო ექსტრადიცია აზერბაიჯანში, სადაც ის პოლიტიკური მოტივით უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული იყო პოლიტიკური პატიმრად. მივიჩნევთ, რომ საჭიროა სწრაფი რეაგირება, რომ პრევენციულად, თავიდან ავიცილოთ შემდგომი დევნა და დავიცვათ ადამიანის უფლებები.
საქართველოსთვის კრიტიკულ წინასაარჩევნო პერიოდში მედიაგარემო კვლავ უარესდება, განსაკუთრებით ბოლო დროს მიღებული რუსული კანონის მსგავსი „უცხოელი აგენტის კანონის“ გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას. აფგან სადიგოვის საქმე მნიშვნელოვნად აზიანებს პრესის თავისუფლებას და არღვევს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს. წინასაარჩევნოდ, ამ შემთხვევამ შესაძლოა გააძლიეროს შიშის ატმოსფერო და თვითცენზურა ჟურნალისტებში.
დევნილობაში მყოფი ჟურნალისტები მსგავს საფრთხეებს აწყდებიან სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის იქ, სადაც ავტორიტარული რეჟიმებს აკრიტიკებენ. საფრთხეებს შორისაა უკანონო თვალთვალი, შევიწროება და გატაცებაც კი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტების უსაფრთხოების თემა განსაკუთრებით გაამწვავა 2017 წელს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებამ საქართველოში, რომელსაც იძულებით გადაიყვენეს აზერბაიჯანში, სადაც მას ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს მედიას თავისუფლების რისკებს საქართველოში, სადაც დევნილობაში მყოფი ჟურნალისტები სამიზნეებად რჩებიან.
მოწოდება (CTA): წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საქართველოში პრესის თავისუფლება სერიოზული საფრთხის წინაშეა, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფღან სადიგოვი.
საქართველოში მედიაგარემოს გაუარესება (მათ შორის, დევნილობაში მყოფი ჟურნალისტების წინაშე არსებული გამოწვევები) მოითხოვს დაუყოვნებლივ საერთაშორისო ყურადღებასა და რეაგირებას. ავღან სადიგოვის საქმე კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს საფრთხეებს საქართველოში და ხაზს უსვამს პრესის თავისუფლების დასაცავად კოორდინირებული გლობალური ძალისხმევის, საერთაშორისო ყურადღებისა და რეაგირების საჭიროებას.
ბექგრაუნდერი:
ავღან სადიგოვი ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში (2016 წელს: მას მიუსაჯეს ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა; 2019 წელს: მას მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა). საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ის პოლიტიკური პატიმრადაა აღიარებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECtHR) დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება) მუხლები (საქმე 37901/18: სადიგოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ). ECtHR-მა 2022 წელს დაადგინა, რომ სადიგოვის დაკავება უკანონო იყო და გასცა კომპენსაციის გადახდის განკარგულება. ავღან სადიგოვი გათავისუფლდა 2022 წლის მაისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე.
გათავისუფლების შემდეგ, 2023 წლის დეკემბერში, სადიგოვი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. მოგვიანებით სადიგოვმა განაცხადა, რომ საქართველოში თავს არ გრძნობდა უსაფრთხოდ, მას უთვალთვალებდნენ და ემუქრებოდნენ. მის დაპატიმრებამდე ორი კვირით ადრე, 2024 წლის 17 ივლისს სადიგოვს აეკრძალა საქართველოდან გასვლა, მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნების უფლებით. შეზღუდვის შესახებ სადიგოვს ოფიციალურას არ განემარტა.
Comments