top of page

"მედიახმამ" პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე ჩილეში აღნიშნა



"მედიახმა" აქტიურად იყო ჩართული პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში, რომელიც მოიცავდა ერთობლივ განცხადებებს, მედიის თავისუფლების კოალიციის ღონისძიებებსა და აკადემიურ კონფერენციებში მონაწილეობას.


პროფესორმა მარიამ გერსამიამ (თსუ), რომელიც არის "მედიახმის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე, UNESCO-ს ეგიდით, სანტიაგოში გამართულ აკადემიური კონფერენციაზე, ორ სესიაზე წარადგინა კვლევა "მედიაგარემო საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისების დროს".


კვლევა მომზადდა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ჩართულობით.



სესიების დროს, პროფ. გერსამიამ ასევე უპასუხა კითხვებს, რომლებიც შეეხებოდა "რურულ კანონს" და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.


მედიახმა, რომელიც არის მედიის თავისუფლების კოალიციის საკონსულტაციო ქსელის წევრი, აქტიურად იყო ჩართული იმ ღონისძიებებში, რომელსაც სანტიაგოში მასპინძლობდა კოალიცია სწორედ UNESCO-ს გლობალური კონფერენციის ფარგლებში. მარიამ გერსამია წარმოადგენდა "მედიახმას" დისკუსიების დროს, რომელბიც შეეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ რისკებს, მათ უსაფრთოებასა და კოორდინირებულ ადვოკატირებას.


მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ ორგანიზებული იყო სესია, რომლის ფოკურსი იყოს "Case Studies of Action from the Media Freedom Coalition". სესიაზე განიხილეს კოალიციის ინიციატივების შედეგად მიღებული გამოცდილება, გაკვეთილები და მოსაზრებები. მარიამ გერსამიამ მონაწილეობა მიიღო მულტი-სთეიქჰოლდერების შეხვედრასა და ვორქშოფში, რომელის მიზანი იყო კოალიციის საქმიანობის გაუმჯობესება და 2023 წლის ნიუ-იორკის ვორქშოფის დისკუსიების გაგრძელება. შემაჯამებელი სადისკუსიო პანელის ჩანაწერი იხილეთ ამ ბმულზე.



ვორქშოფს სანტიაგოში დაესწრო 40-მდე მონაწილე როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ ფორმატში. ვორქშოფებზე განიხილეს სამართლებრივი რეფორმები, საელჩოების ქსელის ინიციატივა (embassy networks initiative) და საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმები.



მედიის თავისუფლების კოალიციის ღონისძიება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეზე, 2024, სანტიაგო. ფოტო: X/Tweeter, MFC


ამგვარი დისკუსიებისას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ჟღერდება, რომლებიც მუშავდება კოალიციის სეკრეტარიატის მიერ და გვეხმარება სამომავლო მოქმედებების განსაზღვრაში.

Comments


survey presentation_17 July
bottom of page