top of page

მედიაგარემო 2022: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში

ავტორები: მარიამ გერსამია, მაია ტორაძე

მედიაგარემო 2022: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები საქართველოში

წინამდებარე კვლევის მიზანია 2022 წელს ქართულ მედიაგარემოში არსებული
საფრთხეებისა და მხარდამჭერი მექანიზმების შეფასება. წინა წლის კვლევის
მსგავსად, მედიაგარემო გაანალიზდა კვლევაში ჩართულ მონაწილეთა
შეფასებასა და შემდგომ შედარებით ანალიზზე დაყრდნობით.

კვლევა გამოკვეთს თუ რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზება და
კრიზისები მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე; რა ზეგავლენა აქვს გლობალურ
და ლოკალურ კრიზისებს (მათ შორის, რუსეთის ომს უკრაინაში)
მედიაგარემოზე; კვლევაში ყურადღება გამახვილებულია თუ რამდენად
დაცულია ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში, როგორ
მიმდინარეობს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების
გამოძიება და რა კეთდება დაუსჯელობის დასასრულებლად. იმ
პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც წინა წლებშიც გამოხატული იყო,
კვლევა აანალიზებს თვითცენზურის და გამოხატვის თავისუფლების
მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

კვლევაში გამოკვეთილია, თუ როგორ ახერხებს მედია ინსტიტუციური
სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას (მაგ: ფინანსურ მდგრადობას,
კონტენტის წარმოებას, წყაროებთან ურთიერთობასა და ინფორმაციასთან
ხელმისაწვდომობის გაზრდას) პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში. ამ
პროცესში შეფასებულია, თუ რა ხელისშემშლელი და მხარდამჭერი
მექანიზმები არსებობს მედიაში სხვადასხვა აქტორის მხრიდან. კვლევა
მოიცავს სოლიდარობის ჟურნალისტიკის, როგორც მხარდამჭერი მექანიზმის,
შეფასებას, მათ შორის: როგორ ვლინდებოდა 2022 წელს: 1. სოლიდარობა
მედიის მიმართ; 2. ურთიერთსოლიდარობა მედიასაშუალებებს შორის; 3.
სოლიდარობა მედიის მხრიდან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.

კვლევის დასაწყისში გამოყოფილია ის საკვანძო მოვლენები, რომლებმაც
ზეგავლენა მოახდინა მედიის დღის წესრიგსა და მედიაგარემოზე. კვლევის
ერთ-ერთი მთავარი ასპექტი არის, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული
ფართომასშტაბიანი ომისა და ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგად,
ქართულ მედიაგარემოში არსებული გამოწვევების შეფასება. ამ კუთხით,
რუსული პროპაგანდის პირობებში, გაანალიზებულია დეზინფორმაციის
გავლენისა და მისი შემცირების შესაძლო მექანიზმები. გამოკვეთილია
ხელოვნური პოლარიზაციის, როგორც პროპაგანდის ხელშემწყობი მექანიზმის,
პირდაპირი კავშირი რუსულ ჰიბრიდულ ომთან, რომელიც ჟურნალისტიკის,
როგორც პროფესიის, სანდოობას მიზანმიმართულად აქრობს.

bottom of page