top of page

"World cafe": მოქალაქე ჟურნალისტებისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად

3 თებერვალს "მედიახმის" ორგანიზებით ალტერბრიჯის უნივერსიტეტში გაიმართა ორი დისკუსია „World café”  მეთოდით. სადისკუსიო კაფემ უმასპინძლა ხუთ თემას, რომელიც მოიცავდა მედიის თანამედროვე ეკოსისტემის გამოწვევებს, მოქალაქე ჟურნალისტებს როლს დემოკრატიის გაძლიერებაში და სხვ.


მოდერატორებთან ერთად 50-ზე მეტმა სტუდენტმა შექმნა ინოვაციური ფიქრის გარემო, იმსჯელა, იკამათა აქტუალურ თემებზე და წარმოადგინა პრეზენტაციები.

დისკუსიის ბოლოს სტუდენტებმა დაწერეს შთამბეჭდავი ესეები.


მადლობა ალტერბრიჯის უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის!


აქტივობა ხორციელდება საქართველოში კანადის საელჩოსა და კანადის ფონდი ლოკალური ინიციატივებისთვის (CFLI) მხარდაჭერით.


პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკის გაძლიერება: მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თბილისსა და რეგიონებში” მიზანია მრავალფეროვან ინფორმაციასთან წვდომის გაძლიერება მოქალაქე ჟურნალისტების ჩართულობის გაზრდით (მათ შორის საარჩევნო პერიოდში). ამ ინიციატივით ხელს ვუწყობთ დემოკრატიულ პროცესის  გამჭვირვალობასა და სამოქალაქო ჩართულობას.



პროექტის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, მზადდება მოქალაქე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები (ქართულ, ინგლისურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე), პოდკასტები, დოკუმენტური ფილმები, ტარდება დისკუსიები „World Café” ფორმატში და სხვ.



 


Comments


survey presentation_17 July
mcerc.png

© 2015-2024 MCERC

მთავარი

სიახლეები

ჩვენი პროექტები

  • Facebook
  • Instagram

სასარგებლო რესურსები

ჩვენ შესახებ

კონტაქტი

bottom of page