top of page

MCERC-ის განცხადება მედიაგარემოსთან დაკავშირებით

5 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა (სადაც ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას 50-მდე მედიის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ) დაგვანახა, რომ საქართველოში კრიტიკულ მედიაში დასაქმებული ადამიანები (ჟურნალისტები, ოპერატორები, მენეჯერები და სხვ.) #დაუცველები არიან.

არაჯანსაღი #მედიაგარემო და კრიტიკული მედიაზე ზეწოლა არახალია, თუმცა მედიის სისტემურმა (რუსული სტანდარტებით) შევიწროებამ ბოლო პერიოდში საგანგაშო ფორმები მიიღო.



გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მიმდინარეობს #კრიტიკული მედიის სისტემური განადგურების ოპერაცია, სადაც ჟურნალისტები გახდნენ არა მარტო ვერბალური ძალადობის, მუქარის და შანტაჟის, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნეები. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აზიანებს ისედაც მყიფე მედიაგარემოს, რომელიც ჟურნალისტური საქმიანობისთვის და უკვე, სიცოცხლისთვის გახდა საშიში.


ამის ფონზე ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია აღასრულოს კანონი და დაიცვას მოქალაქეები, საკუთარი ქმედებით თუ უმოქმედობით, თვალს ხუჭავს სხვადასხვა დანაშაულზე და ამით, პირდაპირ თუ ირიბად, ახალისებს კრიტიკულ მედიაში დასაქმებული ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ძალადობას. მედიის ასეთი სისტემური შევიწროება აზიანებს #დემოკრატიას და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ინტერესებს.


5 ივლისს, საქართველოში აქციების გაშუქებისას, 50-მდე მედიის წარმომადგენელს სცემეს, დააზიანეს მედიის კუთვნილი ქონება. ამ მოვლენების შემდეგ, სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, „ტვ პირველის“ გუნდს, ქართულ მედიას და საზოგადოებას.

댓글


survey presentation_17 July
bottom of page