top of page

ტრენინგი მომავალი ჟურნალისტებისთვის: ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის!

Children Are Not Born With Prejudices • ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან - ეს შვედური პროექტია, რომლის ფარგლებშიც, 29 აპრილს, გაიმართა ფილმის ჩვენება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა.


ამ დღეს, სტუდენტები დაესწრნენ ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენებას, დისკუსიას და ტრენინგს. ფილმი (2011) რეალურ ისტორიაზე, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ შექმნაზეა დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან.


კინოჩვენებისა და დისკუსიის შემდეგ გაიმართა ტრენინგი “რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“, რომელსაც გაუძღვა „მედიახმის“ აღმასრულებელი დირექტორი Teona Tskhomelidze (რადიო „კომერსანტის“ დირექტორი). სტუდენტებს სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე ესაუბრა "მედიახმის" თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე.


სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდა სპეციალური სტუმარი Tatia Datashvili, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მომავალ ჟურნალისტებს. მათ ერთად განიხილეს რეალური მაგალითები, სწორი ტერმინოლოგია და საერთაშორისო გამოცდილება. თათია არის არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი აურესის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, საერთაშორისო სმენის სირთულის მქონე ახალგაზრდათა ფედერაციის წევრი, შშმპ აქტივისტი. „მედიახმა“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის მას პროექტში ჩართულობისთვის.


ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.



პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern („გლადა ჰუდიკ თეატრის“) მიერ, „შვედური ინსტიტუტის“ დაფინანსებით.


Kommentare


survey presentation_17 July
bottom of page