მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითმა ცენტრმა (#MCERC) თბილისიდან დაიწყო ტრენინგებისა და მასტერკლასების სერია თემაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობის და #კომუნიკაციის სტრატეგიები - 101“ .
5 სექტემბერს, თბილისში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ #PR-ით და #მედიასთან ურთიერთობით დაინტერესებული #სტუდენტები, სკოლის #მოსწავლეები და ახალგაზრდები. მომდევნო ტრენინგი გაიმართა ბათუმში. სულ ტრენინგები ჩაუტარდა 40-მდე მონაწილეს. მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგები, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა შექმნეს საჯარო განცხადების #აუდიოსცენარი („sound scripting“) და კამერის წინ იმუშავეს მესიჯის კონსტრუირებაზე. ასევე, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ #ბრიფინგსა და #დებატებში.
ტრენინგები აგებულია მედიაფსიქოლოგის, პროფ. მარიამ გერსამიას საავტორო კურსის (PR 101) მიხედვით, შედგება თეორიული და პრაქტიკული მოდულებისგან და მოიცავს თემებს:
კომუნიკაციის მოდელები, სხეულის ენა
მედიამეხსიერება და მესიჯის სტრუქტურა
ხმის/აუდიო სცენარის შექმნა („sound scripting“)
საჯარო გამოსვლების და დებატების ხელოვნება
ბრიფინგის ორგანიზება
მედიასთან ურთიერთობა: კრიზისულ სიტუაციებში საპასუხო გეგმის მომზადება
მედია და ემოციები: რატომ გვიზიდავს ნეგატიური ამბები?
სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის მომზადება
ტრენინგები და მასტერკლასები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარები PR-ისა და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ #სერტიფიკატები
MCERC განსაკუთრებულ მადლობას უხდის თსუ-ს კურსდამთავრებულს, ჟურნალისტსა და მედიის მკვლევარს თამარ კურატიშვილს ტრენინგის ორგანიზებაში ჩართულობისთვის.
Comments