პროექტ „ისტორიის მცველების“ ეგიდით, 31 ოქტომბერს კიდევ ერთი აქტივობა გაიმართა. სემინარი და დისკუსია, ქართველი ჟურნალისტების ჩართულობით, უკრაინის ისტორიასა და ამ მიმართულებით დეზინფორმაციასთან გამკლავებას მიეძღვნა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიატი, პროფ. მარიამ გერსამია და მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი.
სემინარს ესწრებოდნენ წამყვანი მედიამენეჯერები და ჟურნალისტები : გიორგი თარგამაძე („ფორმულა ტვ“), თენგო გოგოტიშივილი („მთავარი არხი“), ნინო ზაუტაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი), მათე კირვალიძე („ფორმულა ტვ“), გიორგი გვიშიანი („მთავარი არხი“), თათია თოფურია („ფორმულა ტვ“), ვიკა ბუკია („ტვ პირველი“). ჟურნალისტებმა ქართველ და უკრაინელ მედიაექსპერტებთან ერთად იმსჯელეს უკრაინის ისტორიის გაშუქების ფორმებსა და სპეციფიკაზე, დეზინფორმაციის შემცირებაზე და მედიაში არსებულ გამოწვევებზე.
სემინარი გახსნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის რეგიონულმა კოორდინატორმა მარიამ ხუროშვილმა, სოლიდარობის ჟურნალისტიკასა და დეზინფორმაციაზე ისაუბრა პროფ. მარიამ გერსამიამ. სემინარს „რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის ისტორიის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლისას“ გაუძღვა პროფ. ოლენა შევჩენკო (ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი, კიევი). დისკუსიაში მონაწილეობდნენ MCERC-ის მედიაექსპერტები თეონა ცხომელიძე და მაია ტორაძე.
პროექტი „სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ და აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.
პროექტ "ისტორიის მცველების" მიზნებია:
უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციის შემცირება;
უკრაინასა და საქართველოში აქტიური მოქალაქეების ჩართულობით მხარდამჭერი გარემოს შექმნა;
მედიაგაშუქების ხელშეწყობა უკრაინის ისტორიისა და უკრაინელების შესახებ;
რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, რომელიც მოიცავს უკრაინის ისტორიის გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აგრესიას;
სოლიდარობის ჟურნალისტიკის სტიმულირება - მოწყვლადი ჯგუფების (უკრაინიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების) აკურატული მედიაგაშუქების ხელშეწყობას.
Comentários