საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ახალი სტანდარტები და მიდგომები მედიაგანათლებაში, მედიის და მასკომუნიკაციის კვლევებში“ კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში 2016 წელს ჩატარდა.
კონფერენციაში მონაწილეობდა 30-ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. წარმოდგენილი მოხსენებები ფოკუსირებული იყო თემებზე:
ჟურნალისტიკის განათლება: სწავლების ახალი მეთოდები და სტანდარტები;
ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამების გამოწვევები: საუკეთესო პრაქტიკები;
მედიასკოლების აკრედიტაცია;
ხარისხის გამოწვევები: აკადემია, შრომის ბაზარი და დასაქმება მედიაში;
განათლებაში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების ტრანსფერი;
ჟურნალიტური ეთიკა და მედიასამართალი, და სხვ.
კონფერენცია განხორციელდა DW Akademie-ის ფინანსური მხარდაჭერით.
Comments