top of page

ჟურნალისტები 2008 წლის ომში

15 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. შედეგად, საქართველოს 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ.


ხუთდღიანი ომის დროს დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები. რუსეთის აგრესიისას დაიღუპა სამი და დაშავდა 12 ჟურნალისტი: 10 აგვისტოს მოკლეს Caucasus Images-ის რეპორტიორები გია ჩიხლაძე და ალექსანდრე კლიმჩუკი, ხოლო 12 აგვისტოს, რუსეთის მიერ ქ. გორის დაბომბვისას, მოკლეს ჰოლანდიელი ჟურნალისტი და ოპერატორი სტან სტორიმანსი.


Committee to Protect Journalist-ის მიხედვით, 1992 წლიდან დღემდე, მსოფლიოში 2202 ჟურნალისტი მოკლეს, მათ შორის 324 - საომარი მოქმედებებისას. საქართველოში დღემდე 10 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორის 7 საომარი მოქმედებების დროს.




საქართველოში მოკლული მედიის წარმომადგენლები:


· ალექსანდრე ლაშქარავა, ტვ პირველი, 2021 წლის 11 ივლისი

· ალექსანდრე კლიმჩუკი, Caucasus Images, 2008 წლის 10 აგვისტო (ომის დროს)

· გრიგოლ ჩიხლაძე, Caucasus Images, 2008 წლის 10 აგვისტო (ომის დროს)

· სტან სტორიმანსი, RTL Nieuws, 2008 წლის 12 აგვისტო (ომის დროს)

· გიორგი სანაია, რუსთავი 2, 2001 წლის 26 ივლისი

· ანტონიო რუსო, Radio Radicale, 2000 წლის 16 ოქტომბერი

· გიორგი ჭანია, გაზეთი „რეზონანსი“, 1998 წლის 26 მაისი (ომის დროს)

· დავით ბოლქვაძე, Worldwide Television News, 1993 წლის 28 ოქტომბერი (ომის დროს)

· ალექსანდრა ტატლი, The Wall Street Journal, 1993 წლის 22 სექტემბერი (ომის დროს)

· ანდრეი სოლოვიოვი, ITAR-TASS, 1993 წლის 27 სექტემბერი (ომის დროს)





Comments


survey presentation_17 July
bottom of page