18 თებერვალს, MCERC-ის თავმჯდომარე, პროფ. მარიამ გერსამიამ Media Action Nepal-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩაერთო საერთაშორისო მენტორობის პროგრამაში. მან ნეპალის მედიის 31 წარმომადგენელს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე „გენდერულად მგრძნობიარე თემების იდენტიფიცირება და მომზადება“.
მარიამ გერსამიამ ისაუბრა გენდერული სტერეოტიპების და მედიაენის შეცვლაზე, ოჯახური ძალადობის გაშუქებაზე, გენდერის სოციალიზაციის პროცესში მედიის როლზე. სესია გაგრძელდა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში.
მენტორობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს შერჩეულ მონაწილეებს განივითარონ ნიუსრუმში მუშაობისა და რეპორტირების სტრატეგიები, წაახალისონ გენდერულად მგრძნობიარე თემების გაშუქება. პროგრამაში ჩართული მედიის წარმომადგენლები მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ ორ მასალას, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის სხვადასხვა ასპექტებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჟურნალისტებისტვის სტიპენდიები დააწესა ორგანიზაციამ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“.
Comentarios