Children Are Not Born With Prejudices • ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან - ეს შვედური პროექტია, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ფილმის ჩვენება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა.
ამ დღეს, 20 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დაესწრო ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენებას, დისკუსიას და ტრენინგს.
ფილმი (2011) რეალურ ისტორიაზე, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ შექმნაზეა დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან.
კინოჩვენებისა და დისკუსიას უძღვებოდა “მედუახმის” გამგეობის თავმჯდომარე მაია ტორაძე. შემდეგ გაიმართა ტრენინგი “რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“, რომელსაც გაუძღვა „მედიახმის“ აღმასრულებელი დირექტორი Teona Tskhomelidze (რადიო „კომერსანტის“ დირექტორი);
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern („გლადა ჰუდიკ თეატრის“) მიერ, „შვედური ინსტიტუტის“ Svenska institutet დაფინანსებით.
Comentarios