top of page

"მედიახმის" ტრენინგი თბილისში გაიმართა

20 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში"მედიახმის" მორიგი ტრენინგი დამწყები ჟურნალისტებისთვისა და მედიაფსიქოლოგებისთვის გაიმართა. სესიები დაეთმო თვითცენზურის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების გაშუქების სპეციფიკას, სოლიდარობის ჟურნალისტიკასა და მოწყვლადი ჯგუფების აკურატულ გაშუქებას.


"მედიახმის" სესიებს უძღვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები (ირინე ქურდაძე, მარიამ გერსამია და მაია ტორაძე) და მოქმედი ჟურნალისტები (ზურა ვარდიაშვილი და თეონა ცხომელიძე). ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.


MCERC-ის პროექტი „#მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.



Comments


survey presentation_17 July
mcerc.png

© 2015-2024 MCERC

მთავარი

სიახლეები

ჩვენი პროექტები

  • Facebook
  • Instagram

სასარგებლო რესურსები

ჩვენ შესახებ

კონტაქტი

bottom of page