top of page

"მედიახმის" ვორქშოფი ჟურნალისტებისთვის ქუთაისში

პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - მორიგი ვორქშოპი ჟურნალისტებისთვის ქუთაისში 18 ივნისს ჩატარდა.


„ამ პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა, მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნა. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ აუცილებელია მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ამაში ჩვენ გვეხმარებიან მედიის და სამართლის ექსპერტები“ - აღნიშნა MCERC-ის თავმჯდომარემ, პროფ. მარიამ გერსამიამ.


„მედიახმის“ ტრენერები და ექსპერტები არიან:

• ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;

• თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი;

• ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლექტორი;

• თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი)


“მედიახმის“ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ჟურნალისტებთან, სადაც მარიამ გერსამიამ, თავისი სესიის ფარგლებში, ისაუბრა თვითცენზურასა და გამოხატვის თავისუფლებაზე. საინტერესო დისკუსია გაიმართა თვითცენზურისა და ეთიკის ურთიერთმიმართებაზე. "ეთიკურ მედიაში უფრო მარტივია თვითცენზურის იდენტიფიკაცია და მისი შემცირება... საბოლოოდ, თვითცენზურის და ცენზურის ეფექტი ერთნაირია. ორივე აჩუმებს ჟურნალისტს და ხელს უშლის ინფორმაციის თავისუფლად დინებას, მოქმედებს საზოგადოების ინფორმირების ხარისხზე."- თქვა მარიამ გერსამიამ.


საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა თამარ ალექსიძემ ჩაატარა სესია „გამოხატვის თავისუფლება და მედია“ და ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ადგილსა და როლზე. "შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ"- მომხსენებელმა თემაზე საუბარი ვოლტერის ციტირებით დაიწყო.


საინტერესო დისკუსია გაიმართა ფარული მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებებისა და ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართლის კონტექსტში.


სოლიდარობის ჟურნალისტიკის შინაარსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა და MCERC-ის გამგეობის წევრმა მაია ტორაძემ. "სოლიდარობის ჟურნალისტიკის მიზანია, განაზოგადოს და მიიტანო გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად ორგანოებამდე იმ ადამიანების სიმართლე, რომელიც მათივე გამოცდილებას ეყრდნობა."- აღნიშნა მაია ტორაძემ.


დისკუსიამ გამოკვეთა საინტერესო თემები და ადგილობრივი მაგალითები.


"ქუთაისში ძალიან ხშირად გვაქვს სოლიდარობის აქციები, სადაც მედიის მიმართ მხარდაჭერას ვაჩვენებთ. ჩვენ ერთმანეთს ხმა უნდა გავაგონოთ და საზოგადოებასაც ვაჩვენოთ, რომ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია"- აღნიშნა რადიო „ძველი ქალაქის“ დირექტოტმა ქეთი ბერძენიშვილმა. "ძალიან მნიშვნელოვანია სათემო მედიის განვითარება, რომ საზოგადოების ხმა ისმოდეს ყველგან"- აღნიშნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მზია თადუმაძემ.

„მედიახმის“ ექსპერტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გავაშუქოთ ადამიანის უფლებები აკურატულად. კერძოდ, თეონა ცხომელიძე ყურადღებას ამახვილებს: ქვიარ თემის გაშუქების თავისებურებებზე. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ტერმინოლოგიაზე და დამსწრეებს გაუზიარა რეკომენდაციები. "ლგბტქ საკითხების გაშუქებისას მედია უნდა იყოს სოლიდარული და ყოველთვის იცავდეს თემის ინტერესს"- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ




მედიახმის“ ექსპერტმა ზურა ვარდიაშვილმა კი ისაუბრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაშუქების თავისებურებებზე. "რეაგირების გარეშე არ უნდა დავტოვოთ რესპოდენტის მიერ უმცირესობების შესახებ გამოთქმული ნეგატიური შეხედულებები, დაუსაბუთებელი ბრალდებები, სტერეოტიპები, ქსენოფობიური მოსაზრებები. მნიშვნელოვანია არ გამოვიყენოთ ისეთი ლექსიკა და გამოსახულება, კადრები თუ ფოტოები, რომელიც შეიძლება დამამცირებელი აღმოჩნდეს რომელიმე ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების მიმართ" - აღნიშნა მან.


MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტ „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და მედიაგამოცემა „პუბლიკა“.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


მედიახმის ტრენინგის გაშუქება ადგილობრივ მედიაში:




"მედიახმის" მესიჯები ქუთაისიდან...

იხილეთ ფოტოკოლაჟი, უფრო მეტი: https://www.facebook.com/mcerc.ge



Comentarios


survey presentation_17 July
bottom of page