top of page

"მედიახმის" აღმასრულებელ დირექტორად თეონა ცხომელიძე დაინიშნა


გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ “მედიახმის“ გამგეობამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად დანიშნა თეონა ცხომელიძე, რომელიც „მედიახმასთან“ აქტიურად თანამშრომლობს 2022 წლიდან და თავის გამოცდილებას უზიარებს ჩვენს გუნდს.


თეონა ცხომელიძე ამავდროულად არის რადიო „კომერსანტის“ სარედაქციო დირექტორი და აქვს 19-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება. თეონას საქმიანობა მედიის სფეროში სხვადასხვა ჯილდოთი შეფასდა: 2022 წელს მან მიიღო „ისტორიის მცველების“ ჯილდო (რუსეთის მიერ უკრაინაში ომისას დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და სოლიდარობის ჟურნალისტიკის მხარდასაჭერი კონტენტის შექმნისთვის), 2023 წელს მიიღო ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის ჯილდო ინდივიდუალური კონტენტის შექმნისთვის სოციალურ მედიაში.


„მედიახმის“ გუნდი წარმატებებს უსურვებს თეონას ახალ პოზიციაზე!




Commentaires


survey presentation_17 July
bottom of page