პროექტის „მედიახმა: მეტი თავისუფლება და ნაკლები თვითცენზურა“ - ვორქშოფი და სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია 28 იანავრს მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ ჟურნალისტები, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უფროსკლასელები.
“მედიახმის“ პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.
სესიები დაეთმო თვითცენზურის და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების გაშუქების სპეციფიკას, სოლიდარობის ჟურნალისტიკასა და მოწყვლადი ჯგუფების აკურატულ გაშუქებას.
"ადამიანის უფლებების განხილვისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ 28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღეა, რომელიც ევროპის საბჭომ 2006 წელს დააწესა. ამ დღის მიზანია ადამიანებს მიაწოდოს მეტი ინფორმაცია მათთან დაკავშირებული რომელი პერსონალური მონაცემების შეგროვდება, გადამუშავება და რაც მთავარია - რა მიზნით არის დაშვებული და რა უნდა იცოდეს პირმა საკუთარი უფლებების დასაცავად" - აღნიშნა პროფ. ირინე ქურდაძემ.
საინტერესო დისკუსია გაიმართა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
"მედიახმის" გამგეობის წევრმა მაია ტორაძემ და ექსპერტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრეს სოლიდარობის ჟურნალისტიკის რაობასა და საჭიროებაზე, მოწყვლადი ჯგუფების გაშუქების სპეციფიკაზე, საზოგადოებასა და მედიას შორის ურთიერთსოლიდარობის მნიშვნელობაზე.
მომდევნო სესია მიეძღვნა კრიმინალის გაშუქების თავისებურებებს. “კრიმინალის ფოტოების გავრცელებისას, ჟურნალისტი უნდა დაფიქრდეს რამდენად ღირებული იქნება ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის. ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს არა საჯარო ცნობისმოყვარეობას, არამედ საჯარო ინტერესს“- აღნიშნა "მედიახმის" ტრენერმა ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" დამფუძნებელმა ზურა ვარდიაშვილმა.
ტრენინგის შემდეგ გაიმართა სოლიდარობის დისკუსია, მონაწილეებმა და ტრენერებმა გაუზიარეს ერთმანეთს რეალური მაგალითები პროფესიული ცხოვრებიდან, მიიღეს რეკომენდაციები და ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
“მედიახმის“პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.
პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და „პუბლიკა“.
Comments