top of page

"მედიახმა" ახმეტიდან

"თავისუფლებას მივყავართ თავისუფლებასთან" - ამ სლოგანით, 26 სექტემბერს მორიგი სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია ახმეტაში, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის ოფისში ჩატარდა. შეხვედრებს დაესწრნენ რეგიონული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.


დისკუსიაში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები შემდეგი ორგანიზაციებიდან: ქალთა უხუცესთა საბჭო, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი, ახალგაზრდული გაერთიანება რეგიონის განვითარებისთვის, გაზეთი „ბახტრიონი“, ორგანიზაცია „უკეთესი მომავლისთვის“.


სოლიდარობის დისკუსიამ მოიცვა სამი მიმართულება:

  • სოლიდარობა მედიის მიმართ საზოგადოების მხრიდან;

  • ურთიერთსოლიდარობა მედიის შიგნით;

  • მედიის სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

თამარ ბექაური, კახეთის განვითარების ფონდი: „პანკისის ხეობაში ჩვენ ვმუშაობთ ქალთა უფლებებზე და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ უხუცეს ქალთა საბჭოსთან. ქალთა უფლებების დაცვისთვის, ჩვენი ინიციატივით საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა. სამწუხაროდ, მედიას ნაკლებად აინტერესებს ის თემები, რომლებიც ჩვენთვის მტკივნეულია და რასაც ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლიდან აკეთებს. ეს შესაცვლელია... მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობისას, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან ნდობა! ჩვენ ვართ ხიდი მედიასთან, ჩვენ ჟურნალისტები ამ მოწყვლად ჯგუფებთან მიგვყავს“.


“მედიახმის“პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა.



პროექტის "მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვითცენზურა მედიაში" ფარგლებში, კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში, 30 ოქტომბერს მომდევნო შეხვედრა გაიმართა. სემინარს ესწრებოდნენ რეგიონული ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტები.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი MCERC-სა და კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების და აქტივობების განხორციელებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს MCERC-ის თავმჯდდომარემ მარიამ გერსამიამ და კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის დირექტორმა თამარ (იზო) ბექაურმა.


MCERC-ის პროექტი "#მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.



コメント


survey presentation_17 July
bottom of page