top of page

კინოჩვენება და ტრენინგი: "ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან"


Children Are Not Born With Prejudices • ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან - ეს შვედური პროექტია, რომელმაც 18 დეკემბერს, ალტერბრიჯის უნივერსიტეტში „მედიახმის“ მონაწილეებს განსაკუთრებული ემოციები აჩუქა. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა.


ამ დღეს, 35 სტუდენტი საქართველოს ხუთი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დაესწრო ფილმის „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ ჩვენებას, დისკუსიას და ტრენინგს.

ფილმი (2011) რეალურ ისტორიაზე, „გლადა ჰუდიკ თეატრის“ შექმნაზეა დაფუძნებული და მასში მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან. კინოჩვენების შემდეგ, მონაწილეებს შვედეთიდან ჩაერთო ფილმის მთავარ გმირი - პერ იოჰანსონი, რომელმაც 1996 წელს დააარსა Glada Hudik-teatern ("გლადა ჰუდიკ თეატრი“). სტუდენტები აპლოდისმენტებით შეეგებნენ პერ იოჰანსონს და „გლადა ჰუდიკ თეატრის“ პროექტის ხელმძღვანელს ანუკი სტურუას, რომლის ინიციატივითაც გაიმართა აღნიშნული ღონისძიება.



კინოჩვენებისა და დისკუსიის შემდეგ გაიმართა ტრენინგი “რა უნდა ვიცოდეთ შშმ პირების მედიაგაშუქებაზე?“, რომელსაც გაუძღვა „მედიახმის“ ექსპერტი თეონა ცხომელიძე (რადიო „კომერსანტის“ დირექტორი); აუდიტორიას მიმართეს პროფ. არიამ გერსამიამ („მედიახმის/MCERC“ ცენტრის თავმჯდომარე) და პროექტის მენტორმა, ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა მაკო ჯაოშვილმა.


ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.



პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია Glada Hudik-teatern („გლადა ჰუდიკ თეატრის“) მიერ, „შვედური ინსტიტუტის“ დაფინანსებით.


ფოტოკრედიტი: თიკა ხარაიშვილი



Comments


survey presentation_17 July
bottom of page