top of page

კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია

„მედიაგარემო 2021 წლის არჩევნებამდე და შემდგომ: საფრთხეები და მხარდამჭერი მექანიზმები“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის პრეზენტაცია მედიის და კომუნიკაციის სანგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრმა 18 ნოემბერს გამართა.


„თბილისი მერიოტში“ გამრთულ პრეზენტაციაზე ესწრებოდნენ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის, მედიის, არასამთავრობო სექტორის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები.


აღნიშნულმა კვლევამ დაადგინა, რა თავისებურებებით გამოირჩეოდა 2021 წლის არჩევნების მედიაგარემო საქართველოში. კვლევა მოიცავს რეკომენდაციებს უსაფრთხო და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნისთვის. კვლევა გამოკვეთს, რა გამოწვევების და საფრთხეების წინაშე არიან მედიაში დასაქმებულები წინასაარჩევნო პერიოდში და პასუხობს კითხვას - თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისები მედიაზე. ღონისძიება გადაიცემოდა Facebook Live-ით: https://fb.watch/9q0R9ru-eX/


ღონისძიება გახსნა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკაციის ბიუროს ხელმძღვანელმა პიტერ-ადრეას ბოხმანმა. კვლევის შედეგებზე ისაუბრა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, MCERC-ის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც მოდერაციას უწევდა მაია ტორაძე, წარმოდგენილი კვლევის ერთ-ერთი ავტორი, MCERC-ის გამგეობის წევრი და უფროსი მკვლევარი.


პანელურ დისკუსიაში მონაწილობდნენ:


  • ზურა ვარდიაშვილი, ონლაინმედია „publika.ge”-ის რედაქტორი, რომლმაც ისაუბრა თემაზე „ციფრული მედიაგარემო და ონლაინ მედია არჩევნების დროს";

  • გიორგი თარგამაძე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემის ავტორი და წამყვანი, რომელმაც ისაუბრა „პოლიტიკის გავლენა მედიაგარემოზე“;

  • ნათია ტრაპაიძე, ტელეკომპანია „მთავარი“, ჟურნალისტი, რომელმაც ისაუბრა თემაზე „მხარდამჭერი მედიაგარემო და სოლიდარობა მედიაში“.

ღონისძიების ფარგლებში დისკუსიაში ჩაერთნენ მედიის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. კერძოდ: „ტვ პირველის“ ტოკ-შოუს წამყვანები ეკა მიშველაძე და ვიკა ბუკია, ტელეკომპანია „მთავარის“ ტოკ-შოუს წამყვანი და ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ პროდიუსერი თორნიკე კოშკაძე, "პალიტრანიუსის" საინფორმაციოს უფროსი ეკა წივწივაძე, ონლაინგამოცემა "ტაბულას" რედაქტორი ანა გვარიშვილი, "Gnomon Wise"-ის მედია მკვლევარი დავით ქუტიძე, "მედიის უფლებების" მკვლევარი ეკა ბასილაია და სხვები.


ღონისძიების შეჯამების შემდეგ, MCERC-ის წარმატებული სტაჟიორები გიორგი თარგამაძემ და ზურა ვარდიაშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.