ავტორები: პროფ. მარიამ გერსამია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ასოც. პროფ. მაია ტორაძე (თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტი)
კვლევის მიზანია იმ ძირითადი კრიტერიუმების (ცოდნასა და უნარებზე დაფუძნებული კომპეტენციების) იდენტიფიცირება, რომლებსაც დამსაქმებლები ითვალისწინებენ მედიაფსიქოლოგების დასაქმებისას. კვლევა მნიშვნელოვნად დაეხმარება უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებულებს ინტერდისციპლინური საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებასა და მედიაფსიქოლოგების კომპეტენციების მატრიცის დახვეწაში. კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალიწინება და პროგრამების აკრედიტაციის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კვლევის ფარგლებში, გამოკითხვაში მონაწილეობდა 35 დამსაქმებელი (მათ შორის, მედია-ორგანიზაციის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები). კვლევა პასუხობს კითხვებს:
1. რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიძლება დასაქმდნენ მედიაფსიქოლოგები საქართველოში?
2. რა სპეციფიკური ცოდნა და უნარებია მიმზიდველი დამსაქმებლისთვის?
2019 წელს MCERC-ის კვლევა დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო საკონფერენციო ნაშრომი, კონფერენციაზე „19th Lisbon Portugal International Conference on Social Sciences, Humanities and Education (PSSHE-19) “და გამოქვეყნდა საკონფერენციო მოხსენებების კრებულში.
იხილეთ მეტი:
Comments