top of page

„ისტორიის მცველების“ დაჯილდოება და ონლაინ დისკუსია

25 სექტემბერს, მედიისა და კომუნიკაციების საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, წინანდალში გაიმართა „ისტორიის მცველების“ დაჯილდოება და ონლაინ-დისკუსია სახელწოდებით „სოლიდარობა დეზინფორმაციის ეპოქაში“.


ონლაიინ-დისკუსიის ორგანიზატორი იყო MCERC-ის თავმჯდომარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიანტი პროფ. მარიამ გერსამია. დისკუსიაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი მონაწილე უკრაინული და ქართული მედიიდან, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოებიდან. ონლაინ-დისკუსია ეხებოდა ომის დროს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობას, უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას და ამ კუთხით მედიის ჩართულობას.


დაჯილდოება და დისკუსია განხორციელდა პროექტის „სოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში.

დისკუსია გახსნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის რეგიონალურმა კოორდინატორმა მარიამ ხუროშვილმა. სესიები მოდერატორები იყვნენ მარიამ გერსამია და კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ოლენა შევჩენკო.


დისკუსიის მთავარი მომხსენებლები იყვნენ:

  • ანატოლი იაკოვეცი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო მედია კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

  • რომან დრიბნოი, ტელეწამყვანი და წამყვანი (კიევი)

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:

  • სერგეი ტომილენკო, უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელი, ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის წევრი. მოხსენების თემა: "ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხოება და ჟურნალისტური სოლიდარობის ცენტრები უკრაინაში";

  • თეონა ცხომელიძე, ჟურნალისტი და მედიაექსპერტი. მოხსენების თემა: „რატომ არის მნიშვნელოვანი გადამოწმებული ფაქტების გავრცელება უკრაინის ომის დროს ქართულ ენაზე?“;

  • ტატიანა მატიჩაკი, მედიაექსპერტი და მედიატრენერი: „დეზინფორმაცია უკრაინაში და მედიაწიგნიერება უკრაინაში“;

  • ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მკვლევარი: „უკრაინის ომის დროს სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობით სოლიდარობის გაძლიერება“;

  • სოფია კოჰუტი, Espreso.tv-ის ჟურნალისტი, ინგლისურენოვანი კონტრ-პროპაგანდის ტვიტერის არხის ავტორი: „ტვიტერი და რუსეთის ომი უკრაინაში: როგორ შევინარჩუნოთ მსოფლიოს ყურადღება“;

  • გიორგი მშვენიერაძე, სამოქალაქო აქტივისტი, „დემოკრატიის დამცველების“ დამფუძნებელი: „სოლიდარობა საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დროს“;

  • ანა ლუგოვაია, საერთაშორისო კომუნიკაციების მაგისტრი, მოხალისე, სამოქალაქო აქტივისტი: „მიუკერძოებელი ჟურნალიტიკის როლი კონფლიქტის გაშუქებისას“.

დისკუსიის მონაწილეები იყვნენ:

  • მონაზონი სიდონია, ტოლერანტობის ქომაგი, აქტივისტი და 25 სექტემბერის სოლიდარობის ერთობლივი ღონისძიების „ხვალინდელი დღის“ კურატორი;

  • ტატიანა შუსტროვა, საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრი, Espreso.TV-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელმძღვანელი;

  • ანასტასია პოლიკარპოვა, საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრი, NSDC-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი;

  • მიროსლავა ტანსკა-ვიკულოვა, ჟურნალისტი-საერთაშორისო, ტელეარხი „5“;

  • ვიქტორია დუბივი, ჟურნალისტი;

  • ჰანა ხლისტუნი, გაზეთ „ფაქტის“ ჟურნალისტი;

  • ალექსანდრა კოვალენკო, ინტერნეტპროექტის „EU-neighbors.Ukraine“ კონტენტ-მენეჯერი;

  • მაია ტორაძე, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, MCERC-ის გამგეობის წევრი;

  • ლიანა მარქარიანი, მედიაფსიქოლოგი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი;

  • მაია მათეშვილი, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში;

  • ეკა მიშველაძე, „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი;

  • ანა ქართველიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ აქტივისტი;

  • არინა თავაქარაშვილი, აქტივისტი და ასისტენტ-პროფესორი სულხან-საბას უნივერსიტეტში;

  • დავით ქუტიძე, მედიაექსპერტი და “Gnomon Wise”მკვლევარი;

  • ეკატერინე გიგაური, MCERC-ის თანამშრომელი.

დისკუსიას მოჰყვა „ისტორიის მცველების“ დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდნენ ადამიანები, რომელთაც შეაქვთ წვლილი ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის მხარდამჭერი ქსელის შექმნაში, უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის შემცირებაში და სხვ.


2022 წლის პირველი „ისტორიის მცველები“ არიან:


  • პეტრიაშვილი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი თანამშრომელი;

  • ოლენა შევჩენკო, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო მედია კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

  • ანატოლი იაკოვეცი, კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტის საერთაშორისო მედია კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;

  • რომან დრიბნოი, ტელეწამყვანი და წამყვანი (კიევი);

  • თეონა ცხომელიძე, ჟურნალისტი და მედია ექსპერტი;

  • მონაზონი სიდონია, აქტივისტი და ხელოვანი, ტოლერანტობის ქომაგი.



ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: ვაზისუბნის მამული, რედისონ ქოლექშენი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუტი.


განსაკუთრებული მადლობა დედა სიდონიას გამორჩეული მხარდაჭერისთვის, წვლილისთვის და თანამშრომლობისთვის ამ ღონისძიების ორგანიზებაში. დისკუსია და დაჯილდოების ცერემონია მოჰყვა დედა სიდონიას კურატორობით გამართულ საქველმოწმედო გამოფენას სახელწოდებით „ხვალინდელი დღე“. ღონისძიება უკრაინელ ტელეწამყვან რომან დრიბნოისთან თანამშრომლობით დაიგეგმა. ღონისძიებაზე გამოიფინა დედა სიდონიას და რომან დრიბნოის უახლესი ნამუშევრები და ფოტოები უკრაინის შესახებ. აუქციონიდან შემოსული თანხა გადაირიცხა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ფონდში.



აკრძალულია მასალის კოპირება, რეპროდუცირება ან გავრცელება კომერციული მიზნებისთვის მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის (MCERC) წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ვიდეო მომზადდა "ისტორიის მცველების" სერიის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოლიდარული ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.


მასალა შექმნილია ევროკავშირისმხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულადპასუხისმგებელია ცენტრი და ავტორი და შესაძლოა, რომიგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისშეხედულებებს.



ღონისძიების შესახებ ბმულები იხილეთ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის გვერდებზე:

ღონისძიების სრული ჩანაწერი იხილეთ MCERC-ის YouTube არხზე:


გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: Facebook, Instagram და LinkedIN


Comments


survey presentation_17 July
bottom of page