"მედიახმამ" 2024 წლის „ისტორიის მცველები“ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე დააჯილდოვა.
🏆 წელს სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა 11 გამარჯვებული უკრაინასა და საქართველოში, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში თავისი წვლილი შეიტანეს რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, ნამდვილი ისტორიული ნარატივების წარმოჩენასა და დაცვაში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გაძლიერებაში. „ისტორიის მცველების“ ჯილდო დაწესდა 2022 წელს და ის მიღებული აქვთ ქართველ და უკრაინელ ჟურნალისტებს, აქტივისცებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს.
2024 წლის „ისტორიის მცველების“ ჯილდოს მფლობელები გახდნენ:
🇬🇪 რატი მუჯირი, „დროების“ ჟურნალისტი და მწერალი, დოკუმენტური პროზის
„ მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ ავტორი;
🇬🇪 ორგანიზაცია „დოპომოგა უკრაინა“;
🇬🇪 ორგანიზაცია „საბჭოთა წარსულის კვლევების ლაბორატორია“;
🇬🇪 სოფო ჭყონია, მეწარმე და ქველმოქმედი;
🇺🇦 სლავა ვაკარჩუკი, მომღერალი და აქტივისტი;
🇺🇦 ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი - ჩერნიშნევი“;
🇺🇦 ვოლოდიმირ ბირიუკოვი, ჟურნალისტი;
🇺🇦 ნატალია ბიმბირაიტე, ადამიანის უფლებათა დამცველი;
🇺🇦 დემენტი ბიელი, ისტორიკოსი ხერსონიდან;
🇺🇦 ტატიანა მატუშჩაკი, ჟურნალისტი და პედაგოგი;
🇺🇦 ვოლოდიმირ კიპლანი, ჟურნალისტი და მეცნიერი;
🏆 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის სალჩოს პირველი მდივანი ანატოლი ხრისტენკო, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი მაია მათეშვილი, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, აკადემიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
🏆 მთელი გულით ვულოცავთ „ისტორიის მცველებს“ ამ ჯილდოს!
🇺🇦 დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!
პროექტი ხორცილედება ევროკავშირის დახმარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სტიპენდიის ფარგლებში.
მედიაგშუქების სანახავად მიჰყევით ლინკებს: მთავარი არხი, ტვ ფორმულა, ტვ პირველი, ინტერპრესნიუსი.
განსაკუთრებული მადლობა კონტრიბუციისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძიერების პროგრამის სტიპენდიანტებს: მარიამ გერსამიას, სანდრო მეგრელიშვილსა და ოლენა აფანასიევას და პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელს მარიამ ხუროშვილს.
コメント