top of page

თანამშრომლობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის

12 ნოემბერს, MCERC-ის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ მონაწილეობა მიიღო ტექნოლოგიებში ქალთა მხარდამჭერ ყოველწლიურ ფორუმში Women in IT Georgia, რომლის ორგანიზატორი იყო ქართული IT ინტეგრატორი LAB-ი და ამერიკული კომპანია Hewlett Packcard Enterprise.


პარტნიორი ორგანიზაციის (LAB) ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მარიამ გერსამიამ ისაუბრა მედიის როლზე გენდერული სტერეოტიპების შეცვლაში, STEM-ის მიმართულებით ქალების და გოგონების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე და განათლების როლზე. ამ თემით, 15 ნოემბერს მარიამ გერსამია და LAB-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა კაჭიური სტუმტობდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შუადღის ეთერს. იხ. ლინკი: https://fb.watch/9oVQI4gOTg/






Коментари


survey presentation_17 July
bottom of page