ამიერიდან, გრიგოლ რობაქიძის და მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრი (MCERC) ახალ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს ერთობლივად განახორციელებენ.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი MCERC-სა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის 17 იანვარს გამოფრმდა. მემორანდუმს MCERC-ის მხრიდან ხელი მოაწერა ცენტრის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან რექტორმა მამუკა თავხელიძემ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო წლებში განახორციელებენ ერთობლივ მიზნობრივ პროგრამებს / პროექტებს მედიის და კომუნიკაციის მიმართულებით, დაგეგმავენ და განახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ კონფერენციებსა და პრაქტიკულ საგანმანათლებლო აქტივობებს (მათ შორის სტუდენტების სტაჟირებას).
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი თანამშრომლობს სხვადასხვა უნივერსიტეტთან. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კავკასიის უნივერსიტეტთან, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯთან“, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან.
Comments