top of page

თანამშრომლობა არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის

ამიერიდან, ტექნოლოგიებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობას და გოგონებში მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროს პოპულარიზაციას MCERC და კომპანია LAB • ლაბ ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობებით გააგრძელებენ.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი MCERC (მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო კვლევით ცენტრსა) და კომპანია LAB-ს შორის 20 დეკემბერს გამოფრმდა. მემორანდუმის მიზანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, საერთო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების, კონფერენციების, ტრენინგების, საჯარო ლექციების განხორციელება და ორგანიზება.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ისეთ ერთობლივ საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც მიმართული იქნება პიროვნების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და პროფესიული პოტენციალის რეალიზებისკენ.


MCERC-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ცენტრის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ, რომელმაც განაცხადა: "მედიისა და კომუნიკაციის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების და მეცნიერების შესახებ განათლების გავრცელება და ინოვაციური ცოდნის პოპულარიზაცია. კომპანია LAB -თან თანამშრომლობა მოიცავს ისეთ აქტოვობებს, რომელიც ქალთა და გოგონების მეცნიერების სხვადასხვა (მათ შორის მედიის და ტექნოლოგიების) სფეროში ჩართულობის გაძლიერებას და წახალისებას გულისხმობს“.


კომპანია LAB -ის მხრიდან მემორანდუმს ანნა კაჭიურმა მოაწერა ხელი და აღნიშნა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების და მეცნიერების სფეროში მედიის და განათლების სექტორთან თანამშრომლობა, ინოვაციების პოპულარიზაცია, ქალთა ჩართულობის გაზრდა და მხარდაჭერა. კომპანია LAB -ი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან და მოწოდებულია მხარი დაუჭიროს იმ ღირებულებებს, რომლებიც ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში ადამიანის განვითარებასა და ჰუმანური ღირებულებების (თანასწორობის, თავისუფლების, ტოლერანტობის და სხვ.) დამკვირდებას უწყობს ხელს. ჩვენი კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა ამ ღირებულებების მხარდაჭერის ნიმუშია“.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ MCERC-ის გამგეობის წევრი მაია ტორაძე და LAB-ის თანამშრომლები.