ვებინარი: საერთაშორისო თანამშრომლობა მედიაში უსაფრთხო გარემოსა და გენდერული თანასწორობისთვის
- MCERC MCERC
- Jul 31, 2021
- 1 min read
Updated: Aug 13, 2021
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის MCERC-ის თავმჯდომარემ მარიამ გერსამიამ, საერთაშორისო სპიკერის რანგში, 30 ივლისს მონაწილეობა მიიღო ვებინარში, რომელითაც იწყება გლობალური პროექტი ფოკუსით: ჟურნალისტების უსაფრთხოება, მდგრადობა და გენდერული ჩართულობა. პროფესორმა გერსამიამ აკადემიური და ფართო აუდიტორიისთვის ისაუბრა საქართველოში მედიაგარემოს და დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე, საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ტრაგიკულ სიკვდილზე.
საერთაშორისო ვებინარს დაესწრო სხვადასხვა ქვეყნის 73 წარმომადგენელი აკადემიის და მედიის ადვოკატირების სფეროდან.
იხილეთ მეტი: https://bit.ly/3lW9cHn
მედიაგაშუქება საერთაშორისო მედიაში - “The Rising Nepal Daily”: https://bit.ly/2VL2KrE
Comments