top of page

ვებინარი "მომავალის პროფესიები და ციფრული ტრანსფორმაცია"

11 თებერვალს იუნესკოს გადაწყვეტილებით, უკვე მეშვიდეთ აღინიშნა მეცნიერებაში ჩართული ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღე. ამ თარიღთან დაკავშირებით მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითმა ცენტრმა (MCERC), LAB Technologies და Forbes Women-მა გამართეს ვებინარი სახელწოდებით "მომავლის პროფესიები და ციფრული ტრანსფორმაცია" (Careers of the Future and Digital Transformations) ვებინარის მიზანი იყო მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ქალებისა და გოგოების თანაბარი ჩართულობის წახალისება.


ვებინარის მომხსენებლები იყვნენ:


🔸მარიამ გერსამია - პროფესორი, MCERC-ის თავმჯდომარე, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ შეუძლია მედიას მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში არსებული გენდერული სტერეოტიპების შეცვლა და დისკრიმინაციის შემცირება. ასევე, როგორია მედიის როლი ციფრული წიგნიერებისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში?

🔸ანნა კაჭიური, LAB Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ისაუბრა რატომ არის მნიშვნელოვანი ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, STEM მიმართულებებში ქალების მეტი ჩართულობა და როგორია რეგიონში არსებული რეალობა. ასევე, როგორია ტექნოლოგიების გავლენა მომავლის პროფესიებზე? 🔸ანა თავაძე, Forbes Woman-ის კონტრიბუტორი, რომელმაც ისაუბრა თუ როგორ იცვლება და ციფრულდება არამხოლოდ ბიზნესი და ეკონომიკა, არამედ პოლიტიკური გარემო. ასევე, ვინ არიან ციფრული რეალობის ინჟინრები? რა დისბალანსია ტექნოლოგიების განვითარებასა და ტექნოლოგიის მომხმარებლების ცოდნა/უნარ-ჩვევებს შორის? რატომ არის მნიშვნელოვანი ქალებისა და გოგოების ჩართულობის გაზრდა ამ პროცესში?


ვებინარი გაიმართა ონლაინ ფორმატში და მას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომმადგენლები, მასწავლებლები და სხვ.


მეცნიერებაში ჩართული ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღეს UNESCO და UN Women 2015 წლიდან აღნიშნავს. მისი მიზანია წაახალისოს ქალებისა და გოგოების თანასწორი ჩართულობა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში (მათ შორის განათლების, დასაქმებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში) და შეამციროს დისკრიმინაცია; გადალახოს არსებული სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული ბარიერები, ხელი შეუწყოს მეცნიერების სფეროში ქალების კარიერულ წინსვლას და მათი მიღწევების აღიარებას.


ვებინარის ჩანაწერი იბ. ბმულზე https://youtu.be/WLrtDx1QyUo

ვებიანრის მედიაგაშუქება იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/7sZdwoK1qaE

Comments


survey presentation_17 July
bottom of page