29 ივნისს, ორგანიზაცია Media Action Nepal-მა, MCERC-თან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში გამართა ვებინარი სახელწოდებით „მედიის როლი კონფლიქტების გადაწყვეტისა და საომარ კომუნიკაციების დროს“.
ვებინარი ჩატარდა სასწავლო მოდულის „მედიაეთიკა და უსაფრთოება გლობალურ ციფრულ ეპოქაში“ ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდა თსუ-ის მოწვეული ლექტორი და Media Action Nepal-ის თავმჯდომარე ლაქსმან პანტი. ვებინარის მოდერატორები იყვნენ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციების“ სტუდენტები ეკატერინე გიგაური და გვანცა ბზიავა.
ვებინარის სპიკერები იყვნენ:
ლაქსმან პანტი, თსუ-ის მოწვეული ლექტორი და Media Action Nepal-ის თავმჯდომარე;
მარიამ გერსამია, თსუ-ის პროფესორი, პროგრამის „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ ხელ-ლი, MCERC-ის თავმჯდომარე;
ვილ კეტკარდი, ამერიკელი ჟურნალისტი და მოწვეული ლექტორი თსუ-ში;
ელენა შევჩენკო, ასოცირებული პროფესორი ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (კიევი).
ვებინარმა მოიცვა შემდეგი თემები: რეპორტირება კონფლიქტის დროს, რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, ჟურნალისტების უსაფრთხოება, მოწყვლადი ჯგუფების (იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა) გაშუქება, დეზინფორმაციის ეფექტი კრიზისების (მაგ: პანდემიისას) და ომის დროს.
ვებინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.