top of page

ევროპის დღე "ისტორიის მცველებთან ერთად"

„მედიახმამ“ევროპის დღე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ისტორიის მცველების“ ფარგლებში აღნიშნა. "მედიახმის" პავილიონი განთავსებული იყო „ექსპო-ჯორჯიაში“, რომელიც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ მოინახულა.


"მედიახმის" სადისკუსიო პანელზე სტუმრებს შეხვდნენ სპიკერები:

  • თეონა ცხომელიძე, „მედიახმის“ აღმასრულებელი დირექტორი; „ისტორიის მცველების“ გამარჯვებული, რომელმაც ისაუბრა თემაზე: დეზინფორმაცია და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოწვევები;

  • დედა სიდონია, ტოლერანტობის ქომაგი, ხელოვანი, „ისტორიის მცველების’ გამარჯვებული, რომელმაც ისაუბრა თემაზე: ხვალინდელი დღე უკრაინისა და საქართველოსთვის;

  • მარიამ გერსამია, „მედიახმის“ დამფუძნებელი, ევროკავშირის EAP სტიპენდიატი („ისტორიის მცველების“ პროექტის ავტორი), პროფესორი (თსუ), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამების მენეჯერი, რომელმაც ისაუბრა თემაზე: მედიის, დეზინფორმაცია და კონსპირაციის თეორიების გავლენა;

  • მაია ტორაძე, „მედიახმის“ თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი (თსუ), რომელმაც ისაუბრა თემაზე: რატომ სოლიდარობის ჟურნალისტიკა?