გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC) შეუერთდა საერთაშორისო ორგანიზაცია „Media Freedom Coalition”-ის საკონსულტაციო ქსელს, კერძოდ სამოქალაქო ორგანიზაციების ჯგუფს (MFC-CN_CSO group). MCERC პირველი სამოქალაქო ორგანიზაცია გახდა საქართველოდან, რომელმაც „Media Freedom Coalition”-თან ამ კუთხით თანამშრომლობა დაიწყო.
კოალიციის საკოსულტაციო ქსელი (MFC-CN) არის ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება (სულ 22 ორგანიზაცია).
საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა: Article 19, Media Action Nepal, Committee to Protect Journalists (CPJ), DW Akademie, Free Press Unlimited (FPU), International Federation of Journalists (IFJ), International Press Institute (IPI), Internews, Public Media Alliance (PMA), Reporters sans Frontières (RSF), The Guardian და სხვ.
საკონსულტაციო ქსელი, რეკომენდაციების შემუშავებისას, ფართოდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. MFC-ის საკონსულტაციო ქსელთანთანამშრომლობენ ისეთიავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორებიცაა: Alliance for Journalists’ Freedom, Alliance of Independent Journalists (AJI), American Bar Association, Association of European Journalists (AEJ), BBC Media Action, Freedom House, International News Safety Institute (INSI), International Press Centre (IPC), International Women Media Foundation (IWMF), Journalists for Human Rights (JHR), Global Forum for Media Development (GFMD), Belarusian Association of Journalists (BAJ), Global Voices, Open Society Foundations (OSF), PEN America და სხვ., (სულ 61 ორგანინზაცია). გვეამაყება, რომ მათ რიგებს MCERC შეუერთდა.
სხვა თემებთან ერთად, საკონსულტაციო ქსელი მუშაობს შემთხვევებზე, რომლებიც მოითხოვს მყისიერ რეაგირებას, მედიაგარემოში არსებულ საყურადღებო ინციდენტებსა და სიტუაციებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ „Media Freedom Coalition”-ის საკონსულტაციო ქსელის თანა-თავმჯდომარეს ლაქსმან დატ პანტს და საკონსულტაციო ქსელის ყველა წევრს, ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის.
უფრო მეტი „Media Freedom Coalition”-ის შესახებ იხილეთ: https://www.mediafreedomcoalition.org/
Comments