MCERC იწყებს ახალ პროექტს „სოლიდარობის ჟურნალისტიკა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, რომლის ფარგლებში განხორციელდება აქტივობები სერიით „History Keepers / ისტორიის მცველები / вартовий історії“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს:
უკრაინის ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დეზინფორმაციის შემცირებას.
უკრაინასა და საქართველოში აქტიური მოქალაქეების ჩართულობით მხარდამჭერი გარემოს შექმნას;
მედიაგაშუქების გაუმჯობესებას უკრაინის ისტორიისა და უკრაინელების შესახებ.
რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას, რომელიც მოიცავს უკრაინის ისტორიის გაყალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ აგრესიას.
სოლიდარობის ჟურნალისტიკის სტიმულირებას - მოწყვლადი ჯუფების (უკრაინიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების) აკურატულ მედიაგაშუქებას.
პროექტის ფარგლებში, 2022 წლის აქტივობები მოიცავს:
ტრენინგებს ჟურნალისტებისთვის უკრაინის ისტორიასა და სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე;
დისკუსიებს უკრაინასა და საქართველოში მყოფი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობით;
პოდკასტების სერიას უკრაინის ისტორიისა და დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ;
აკადემიურ ბლოგების შექმნას უკრაინის ისტორიისა და დეზინფორმაციის კამპანიების შესახებ;
უმაღლეს სასწავლებლებში სოლიდარობის ჟურნალისტიკის შესახებ საგანმანათლებლო მოდულების დანერგვას.
გახდი ისტორიის დამცველი MCERC-თან ერთად!
Comments